Friday, November 22, 2013

Hush, Hush - პროლოგი

ანგელოზების დუმილი
  ბეკა ფიცპატრიკი
     
        პროლოგი

            565 წლის ნოემბერი

  ჩონსი ფერმერის ქალიშვილთან ერთად ლუარის ზურმუხტისფერ ნაპირზე იყო, როდესაც ჭექა-ქუხილი დაიწყო. იმის გათვალისწინებით, რომ ულაყი საძოვარზე გაუშვა, ციხე-სიმაგრეში დაბრუნება ფეხით უწევდა. მან ჩექმიდან ვერცხლის სამაგრი მოიძრო, გოგონას ხელში ჩაუდო და თვალი ადევნა მანამ, სანამ გოგონა გარბოდა კაბის ტალახის შხეფებით დასვრით. ამის შემდეგ ჩონსიმ ჩექმები ჩაიცვა და სახლისკენ გაემართა.
 წვიმა არ წყდებოდა და მთლიანად ასველებდა ლანჟეს ციხე-სიმაგრის ირგვლივ მდებარე ბნელ მიწებს. ჩონსი მსუბუქად მიაბიჯებდა სასაფლაოს მიწაზე – ყველაზე ხშირ ბინდშიც კი არ უჭირდა მას სახლის გზის პოვნა, ამიტომ დაკარგვისაც არ ეშინოდა. დღეს ბინდი არ იყო თუმცა მისთვის შეიძლებოდა სიბნელეს და ახალდაწყებულ წვიმას შეეშალა ხელი.
  უცებ ჩონსიმ მარცხენა მხრიდან მოძრაობა შენიშნა და მკვეთრად მოტრიალდა. ის რაც მას წამის წინ დიდ მონუმენტურ ანგელოზის ფიგურად მოეჩვენა, უცებ ფეხზე ადგა და გაიმართა. ეს ფიგურა ყმაწვილი აღმოჩნდა, არც ქვის და არც მარმარილოსი, ხელებით და ფეხებით. ფეხშიშველი იყო, ზედატანის გარეშე, გლეხური შარვლით. ის მონუმენტიდან გადმოხტა. შხეფებად წამოსული წვიმის წვეთები ესპანური შეხედულების სახეზე ჩამოსდიოდა.

  შეხედულების სახეზე ჩამოსდიოდა. 

  ჩონსის ხელი ხმლის ტარს შეეხო.

- აქ ვინ არის?

  ყმაწვილს ტუჩებზე ღიმილის ნიშნები შეატყო.

- არ ღირს ჰერცოგ დე ლანჟესთან თამაში, - გააფრთხილა ჩონსიმ – მე ვიკითხე, ვინ ხარ. თავი წარადგინე.

- ჰერცოგთან? – ყმაწვილი დახრილ მონუმენტს მიეყუდა – თუ ბასტარდთან ?

  ჩონსიმ ხმალი იშიშვლა.

- შენი სიტყვები უკან წაიღე! მამაჩემი ჰერცოგი დე ლანჟე იყო. ახლა ჰერცოგი დე ლანჟე – მე ვარ, - უხერხულად დაამატა მან, და დაწყევლა გულში საკუთარი თავი ამ უხერხულობისთვის. 

ყმაწვილმა თავი ცელქად დააქნია: 

- მოხუცი გრაფი არაა მამაშენი. 

ჩონსი ამ შეურაცხყოფის მოსმენით მოთმინებიდან გამოვიდა. 

- და მამაშენი ვინაა? – მომთხოვნი ტონით ჰკითხა და ხმალი მიუშვირა. ის ყველა ვასალს არ იცნობდა, მაგრამ ეს მხოლოდ დროის საკითხი იყო. ამ ბიჭის სახელს ის რკინით ამოიდაღავს თავის მეხსიერებაში – კითხვას გიმეორებ, - წყნარად თქვა მან, სახიდან წყლის წვეთების მოწმენდის მოძრაობით, - ვინ ხარ? 

უცნობი ისე მიუახლოვდა, რომ ხმლის თავი გვერდზე გასწია. ახლოდან ის უფრო უფროსი ჩანდა ვიდრე ჩონსის ეგონა, შეიძლებოდა მასზე ერთი-ორი წლით უფროსიც კი. 

- ერთ-ერთი, ეშმაკის მოდგმიდან, - უპასუხა მან 

ჩონსიმ იგრძნო თუ როგორ შეეეკუმშა შიგნიდან ყველაფერი შიშისგან. 

- შენ ბოდავ, გიჟი ხარ, - გამოსცრა კბილებს შორის. – მოშორდი ჩემი გზიდან.

  უცებ ჩონსის ქვეშ მიწა შეზანზარდა. თვალების წინ ოქრისფერმა და წითელმა ნაპერწკლებმა იფეთქეს. ჩონსი ვერ იაზრებდა რა ხდებოდა, მუხლებს ფრჩხილებით ჩაფრენილი ქვემოდან უყურებდა ყმაწვილს და თვალებს ნერვიულად ახამხამებდა. მისი გონება თითქოს უკვე მას აღარ ემორჩილებოდა. ყმაწვილი ისე დაიხარა რომ მათი თვალები ერთ ხაზზე აღმოჩნდნენ.
- ყურაღებით მომისმინე. შენგან რაღაც მჭირდება. არ წავალ სანამ შენგან ამას არ მივიღებ. გასაგებია?

ჩონსიმ თავი გააქნია რათა საკუთარი უნდობლობა და უარი გამოეხატა. მან სცადა უცნობისთვის სახეში შეეფურთხებინა, თუმცა ნერწყვი ნიკაპზე ჩამოუვიდა – ენა მას აღარ ემორჩილებოდა. ყმაწვილმა ჩონსის ხელები საკუთარში მოიქცია, ცხელი ხელების შეხებისგან ჩონსიმ წამოიყვირა.

- ერთგულების ფიცი მჭირდება, - თქვა ყმაწვილმა – ერთ მუხლზე დადექი და დაიფიცე.

ჩონსის გადახარხარება უნდოდა, თუმცა საკუთარმა გაცინების ცდამ დაახრჩო.

უცებ მარჯვენა მოხლი ისე მოეკეცა თითქოს უკნიდან ფეხი მიარტყეს, თუმაც უკან არავინ იდგა; ის ტალახში ჩაემხო და გული აერია.

- დაიფიცე, - გაიმეორა ყმაწვილმა.
  ჩონსის სიცხე თავში დააწვა, დიდი ძალა დასჭირდა რომ მუშტი შეეკრა, ყველა ძალები ამაში წავიდა. საკუთარ თავზე ეცინებოდა, ოღონდ ეს ნამდვილად არ იყო ბედნიერი სიცილი. არ იცოდა როგორ მაგრამ უცნობმა შეძლო მის სხეულში სისუსტე და გულის რევის შეგრძნება გამოეწვია. ეს ყველაფერი მანამ არ მორჩება, სანამ არ დაიფიცებს. მან გადაწყვიტა ყველაფერი ეთქვა რასაც ყმაწვილი მოითხოვდა, თუმცა გულში დაიფიცა რომ ამ დამცირებისთვის თავხედ ბიჭს პასუხს აგებინებდა.

- ბატონო, მე თქვენი მსახური ვარ, - შხამიანად წარმოთქვა ჩონსიმ.

ყმაწვილმა ის ააყენა.

- მელოდე აქ ებრაული ხეშვანის თვის დასაწყისში. ორი კვირის განმავლობაში შენი მომსახურეობა დამჭირდება ახალმთვარეობიდან-სავსემთვარეობამდე.

- ორი კვირა? – გაცოფდა ჩონსი – მე ჰერცოგი დე ლანჟე ვარ!

- შენ ნეფილიმი ხარ, - თქვა ყმაწვილმა ღიმილით.

ჩონსის კინაღამ უწმაწური სიტყვა დასცდა პირიდან, თუმცა ამის მაგივრად ცივი ტონით თქვა.

- რა თქვი?

- შენ ნეფილიმების ბიბლიურ რასას მიეკუთვნები. შენი ნამდვილი მამა ზეციდან გამოძევებული ანგელოზი იყო. შენ – ნახევრად მოკვდავი, - ყმაწვილმა მუქი თვალები აწია და ჩონსისას გაუსწორა, - ნახევრად – დაცემული ანგელოზი ხარ.

ჩონსის ამოუტივტივდა თავები ბიბლიიდან, სადაც განსაკუთრებულ რასაზე იყო ლაპარაკი. დაცემულ ანგელოზებზე და მათი ადამიანთან კავშირის ნაყოფებზე. ბოროტ და ძლიერ რასაზე. ამ ფიქრმა ის ააღელვა და სიცივით მოიცვა.

- შენ ვინ ხარ?

  ყმაწვილი შებრუნდა, რათაA წასულიყო, ჩონსის უნდოდა გაყოლოდა, თუმცა თავს ფეხზე ადგომა ვერ აიძულა. მუხლებზე მდგარმა და მთლიანად სველმა ორი სქელი ნაიარევი შეამჩნია ყმაწვილის შიშველ ზურგზე. ისინი ზემოთ, ხერხემლის დასაწყისთან უერთდებოდნენ ერთმანეთს და ამოტრიალებული ლათინური ასო ,,V’’-ს ფორმას ქმნიდნენ.

- დაცემული ანგელოზი ხარ? – დაიყვირა მან – შენ ფრთები წაგართვეს, არა ?

ყმაწვილი, ანგელოზი, თუ ვინც არ უნდა ყოფილიყო, არ შემობრუნდა. თუმცა ჩონსისაც არ ჭირდებოდა დადასტურება.

- ის რაც უნდა გავაკეთო! – დაიყვირა მან – მინდა ვიცოდე რა არის!

უცნობის დაბალმა სიცილმა ექოდ დაიგუგუნა მის თავში.


No comments:

Post a Comment