Friday, May 23, 2014

Hush Hush - V თავი




                                                                     თავი მეხუთე 



- რით შემიძლია დაგეხმაროთ?

თავს ვაიძულე ადმინისტრაციის მდივნისთვის გამეღიმა, იმის იმედით რომ ისეთ დამნაშავეს არ ვგავდი, როგორადაც თავს ვგრძნობდი.

- წამლის რეცეპტი მაქვს, რომლის მიღებაც ყოველდღეა აუცილებელი სკოლაში ყოფნის პერიოდში და ჩემმა დაქალმა...- ამ სიტყვაზე შევანელე, რადგან უკვე არ ვიცოდი ამ დღის შემდეგ ისევ ჩემი დაქალი თუ იქნებოდა ვი - ...ჩემმა დაქალმა მითხრა, რომ ის მედდისთვის უნდა მეჩვენებინა. ასეა არა? - არ მჯეროდა, რომ აქ ვიდექი და კანონის დარღვევას ვაპირებდი. ბოლო დღეები უცნაურად ვიქცეოდი. ჯერ ბნელ საღამოს პატჩთან გავემგზავრე რომელიღაც საეჭვო დაწესებულებაში. ახლა მისი სკოლის დოსიეში ვაპირებ შეძრომას. რა მჭირს? არა რაღაც პატჩს ჭირს? რატომ ხდება მისი სახელის ხსენებისას სისულელეებისგან თავს რომ ვერ ვიკავებ?

- ხო-ხო - უმნიშვნელოდ დამიდასტურა მდივანმა. - ყველა წამალი უნდა დაარეგისტრიროთ. აი იქაა მედდის კაბინეტი, მარცხენა მხარეს მესამე კარი, პირადიი საქმეების არქივის წინ. - მან ჩემ უკან მდებარე კორიდორისკენ ხელით მიმითითა. - თუ მედდა არაა შეგიძლია კაბინეტში დაელოდო. მალე დაბრუნდება.

კიდევ ერთი ყალბი ღიმილი. მე კი ისეთი იმედი მქონდა, რომ ეს ყველაფერი ასეთივე ადვილი აღმჩნდებოდა.

კორიდორში რამდენჯერმე გავჩერდი და უკან მივიხედე. ჩემ უკან არავინ იყო. მისაღებში ტელეფონი რეკავდა, მაგრამ ჩემ ბნელ კორიდორამდე ხმა დაგუდულად აღწევდა თითქოს სხვა სამყაროდან. სულ მარტო ვიყავი და შემეძლო ის მექნა რაც მინდოდა. მარცხენა მხარეს მესამე კართან გავჩერდი, ღრმად ჩავისუნთქე და დავაკაკუნე, მაგრამ ბნელი ფანჯარა ადასტურებდა, რომ იქ არავინ არ იყო. კარს მივაწექი ისიც დამემორჩილა და პატარა თეთრ ოთახში შევიხედე. წამით კარებში მდგარმა ვინატრემედდის გამოჩენა. ბოლოს სხვა გზა აღარ დამრჩებოდა და მხოლოდ ტაბლეტების დარეგისტრირებით ამ ადგილს მოვშორდებოდი. ოთახი, რომლის კარსაც < პირადი საქმეების არქივი > ეწერა ასევე ბნელი იყო.

იმ ფიქრებზე მოვახდინე ფოკუსირება, რომლებიც გონების სიღრმეში წუწუნებდნენ. პატჩმა დაადასტურა რომ წინა წელს სკოლაშ არ უვლია. დარწმუნებული ვარ არ ტყუოდა, ან შეიძლება ტყუოდა კიდეც. თუ იქ არაფერი იქნება ამის შესახებ სახლის მისამართს მაინც წავაწყდები.

წინა სემესტრის ნიშნების ფურცელიც. ეს გაკვეთილების გაცდენა მაღალ ფასად მომეჩვენა პატჩის ნიშნების ფურცლის ნახვის გამო.

კედელს მხრით მივეყუდე და საათს გავხედე. ვიმ მითხრა სიგნალს დავლოდებოდი და დაამატა , რომ ეს სიგნალი არ გამომრჩება. გადასარევია.

მისაღების ტელეფონმა ისევ დარეკა და მდივანმა ყურმილი აიღო.

ტუჩის კბენით კიდევ ერთხელ გავხედე კარს წარწერით < პირადი საქმეების არქივი >. შესაძლოა კარი დახურული იყოს. მოსწავლეების პირადი საქმე ალბათ გასაიდუმლოებულ ინფორმაციას წარმოადგენს. არ აქვს მნიშვნელობა რა დივერსიას მოაწყობს ვი. თუ კარი დაკეტილია იქ შესვლას ვერაფრით მოვახერხებ.

ზურგჩანთა მეორე მხარზე გადავიკიდე. კიდევ ერთი წუთი გავიდა. გავიფიქრე ხომ არ წავიდე თქო...მაგრამ იქნებ ვი მართალია და პატჩი მითვალტვალებს? ბიოლოგიის გაკვეთილზე მასთან რეგულარული კონტაქტი საფრთხის წინაშე დამაყენებდა. მე ვალდებული ვარ ტავი დავიცვა...ასე არაა? თუ კარი ღიაა და ფაილები ალფავიტის მიხედვითაა დაწყობილი, პატჩს უპრობლემოდ ვიპოვიდი. წამები მჭირდება პირადი საქმის გადასახედად, ჯამში ალბათ ერთ წუთში მოვასწრებ ყველაფერს. ეს ისე ცოტაა ჩავთვალოთ თითქოს არც შევსულვარ.

მისაღებში უცნაური სიჩუმე ჩამოწვა. კუთხიდან მოულოდნელად ვი გამოჩნდა, რომელიც ზურგით კედელსაყუდებული ჩემკენ მოდიოდა. ქურდულ მზერას ხან ერთ ხან კი მეორე მხარეს ისვრიდა. ასე როგორც წესი შპიონები მოძრაობდნენ ძველებურ ფილმებში.

- ყველაფერს ვაკონტროლებ - დაიჩურჩულა მან.

- მდივანს რა დაემართა?

- იძულებული გახდა ერთი წუთით გასულიყო.

- იძულებული? არ გაგიუვნებელყოფია ხო? იმედი მაქვს.

- სხვა დროს.

- რა გაეწყობა ღმერთს უნდა ვუმადლოდეთ ამ მცირედისთვისაც.

- სატელეფონო ჯიხურიდან დავრეკე და ვთქვი, რომ სკოლაში ბომბია, - შემატყობინა ვიმ - მდივანმა პოლიციაში დარეკა და დირექტორის მოსაძებნად გაიქცა.

- ვი!

- დრო მიდის, - მაჯაზე ხელი დაიკაკუნა - ჩვენ ხომ არ გვინდა პოლიციელებს აქ დავხვდეთ.

მე კი ვიფიქრე.

მე და ვიმ არქივის კარი თვალით გავზომეთ.

- გვერდზე გაიწიე, - თქვა ვიმ და თეძოთი გამწია.

მან სახელო აიკაპიწა და მუშტი შუშას დაარტყა. არაფერი არ მოხდა.

- ეს მოთელვა იყო, - მან ხელი მოიქნია, რათა ისევ დაერტყა მინაზე, მაგრამ მე მისი ხელი დავიჭირე.

- იქნებ ღიაა... - მე სახელური გადავატრიალე და კარი გაიღო.

- ნუ, ასე აღარაა საინტერესო, - იმედგაცრუებულმა თქვა ვიმ.

სადავო დადასტურებაა.

- შენ შედი, - მიბრძანა დაქალმა - მე სიტუაციას ვუთვალთვალებ. თუ ყველაფერმა კარგად ჩაიარა ერთ საათში დრეიკის და ბიჩის შესახვევში, რომ მექსიკური რესტორანია იქ შევხვდებით.

და ისევე შპიონური მანერით გავიდა კორიდორიდან , როგორც შემოვიდა.

ნახევრად გარეთ, ხოლო ნახევრად შიგნით კედლიდან კედლამდე საქაღალეებით გატენილ თაროებით დაფარულ ოთახში ვიდექი.სანამ სინდისი გადამაფიქრებინებდა შიგნით შევედი და კარი გამოვიხურე, რომელზეც ზურგით მივეტყეპე.

ღრმად ჩასუნთქვის შემდეგ ზურგჩანთა დავაგდე და ძებნა დავიწყე ყველა ყუთზე თითის გატარებით. ვნახე ყუთი წარწერით <კარ-კუფ>. გარღვევის ხმა და ხმაურიანად გაიღო, რამაც საქაღალდეების ხედი გადამიშალა. ამ მომენტში ვიფიქრე რომ სკოლა კოლდუოტერი უკანასკნელი არაკომპიუტერიზებული სკოლაა მთელს ქვეყანაში.

თვალში სიტყვა <კიპრიანო> მომხვდა.

სავსე ყუთიდან საქაღალდე ამოვიღე. წამით გავჩერდი და თავს ვირწმუნებდი, რომ ჩემ საქციელში არაფერი იყო საშინელი. რა მოხდება თუ იქ პირადი ცნობები? როგორც პატჩის მერხის მეზობელს და პარტნიორს დავალებაში მაქვს უფლება სიმართლე ვიცოდე.

გარეთ კორიდორიდან ხმები მოისმა.

საქაღალდე გავაღე და გავშეშდი. შეუძლებელია.

ხმები მიახლოვდებოდნენ.

თანმიმდევრობისთვის შეხედვის გარეშე საქაღალდე ყუთში დავაბრუნე და ყუთი კი კარადის თაროზე. შემოვბრუნდი და ადგილზე გავიყინე. კარის შუშის მეორე მხარეს დირექტორი იდგა და მე მიყურებდა.

რაზეც არ უნდა აელაპარაკა სკოლის საუკეთესო სპორცმენების ჯგუფთან ალბათ თავიდან გამოუფრინდა.

- მაპატიეთ უკაცრავად. ახლავე დავბრუნდები - გავიგონე მე.

ჯგუფმა გზა გააგრძელა. ის ადგილიდან არ დაძრულა.

- აქ მოსწავლეების ყოფნა არ შეიძლება. - თქვა მან კარის გაღებით.

მე ვცადე უსუსური პიროვნების სახე მიმეღო.

- მაპატიეთ მედდის კაბინეტს ვეძებდი. მდივანმა მითხრა მესამე კარი მარჯვნივ, ალბათ შემეშალა... - ხელები ზემოთ ავწიე. - დავიკარგე.

სანამ დაილაპარაკებდა მე ზურგჩანთის შესაკრავს ჩავავლე ხელი.

- ეს უნდა დავარეგისტრირო. რკინის ტაბლეტები, - ავუხსენი - ანემია მაქვს.

შუბლშეჭმუხნული ეჭვის თვალით მიყურებდა. წარმომიდგენია როგორ უყენებდა საკუთარ თავს ალტერნატივებს: ჩემთან აქ საქმე გაერჩია თუ აფეთქების საშიშროების საკითხი მოეგვარებინა. ნიკაპით გასასვლელისკენ მიმანიშნა.

- ყველამ შენობა უნდა დატოვოს.

ღია კარი დაიჭირა და მე მისი ხელის ქვეშ გავსხლტი. ვცდილობდი სახიდან ყველაზე ფართო ღიმილი არ მომეშორებინა.

ერთი საათის შემდეგ უკვე დრეიკის და ბიჩის კუთხეში მდებარე მექსიკურ რესტორანში მდებარე კაბინაში ვიჯექი. ჩემ თავსზემოთ კერამიკული კაქტუსი და კოიოტის საფრთხობელა ეკიდა. ჩემ მაგიდასთან კაცმა მოირბინა, რომლის სიმაღლე თითქოს იმაზე უფრო მცირე იყო ვიდრე მისი სომბრეროს სიგანე. სანამ ოფიციანტკას მენიუ მოჰქონდა ის გიტარით ხელში სერენადას მიმღეროდა. დავიჭყანე, როცა რესტორნის სახელი წავიიკითხე მენიუს ყდაზე <საზღვარი>. აქ ადრე არ მისადილია, მაგრამ სახელი მეცნობოდა.

ვი უკნიდან მოვიდა და ჩემ პირდაპირ მდებარე სკამზე დაჯდა. მას უკან ოფიციანტიც მოყვა.

- - ოთხი ჩიმისი, მეტი არაჟანი, ნაჩოსი და შავი ლობიო. - თქვა მენიუში ჩაუხედავად ვიმ.

- - ერთი წითელი ბურიტო, - დავამატე მე

- - ორი ანგარიში? - იკითხა ოფიციანტმა.

- - მე მის მაგივრად გადახდას არ ვაპირებ, - მე და ვიმ ერთდროულად ვთქვით.

- - ოთხი ჩიმისი, - გავიმეორე, როცა ოფიციანტი წავიდა. - მოუთმენლობით ვიწვი გავიგო როგორაა ხილის დიეტის საქმე.

- - არც დაიწყო, შიმშილით ვკვდები. საუზმის მერე არ მიჭამია, - შეანელა - თუ ტამალესს (ხორცითა და სიმინდით დამზადებული მექსიკური კერძი) არ ჩავთვლით. მას მე არ ვთვლი.

ვი მგრძნობიარე გოგო იყო სკანდინავიურად ქერა და არაკონსერვატული გაგებით დაუჯერებლად მომხიბლავი. იყო დრო, როცა ჩემ შურს წინ ჩვენი მეგობრობა ედგა. ერთი რაშიც ვის ვუგებ - ფეხებია. შეიძლება ნივთიერებათა ცვლასაც, მაგრამ თმას ნამდვილად არა.

- - იმედი მაქვს კარტოფილს მალე მოიტანენ, - თქვა ვიმ. - დავიშლები თუ ორმოცდახუთ წამში რამე მარილიანს არ შევჭამ. ზოგ კარგ სიტყვაში რამდენიმე ასოს თუ შეცვლი მიხვდები როგორ ვგრძნობ თავს ამ დიეტაზე.

- - სალსა პომიდორისგან კეთდება, - შევნიშნე მე - ეს წითელია. ავოკადო - ხილია. მგონი.

მისი სახე განათდა.

- - შეგვიძლია ალუბლის უალკოჰოლო დაიკირიც შევუკვეთოთ.

ვი მართალი იყო, ამ დიეტის დაცვა არც ისე რთულია.

- - ახლავე მოვალ, - ვი მაგიდიდან ადგა. - ის დღეები მაქვს. მერე ყველაფერი დეტალებში უნდა მოვიმინო.

ვის ლოდინში ჩემი თავი დავიჭირე იმაზე, რომ მოპირდაპირე მხარეს მდებარე რამდენიმე მაგიდის იქით მდგარ ბიჭს ვაკვირდებოდი, რომელიც მაგიდას ალაგებდა. სამუშაოში იყო ჩართული და მაგიდაზე ჩვარს უსვამდა. რაღაც იყო ძალიან ნაცნობი ამ მოძრაობებში, ის თუ როგორ ედებოდა მისი ფერანგი იდეალ ზურგს. თუთქოს იგრძნო, რომ იყურებდნენ გაიმართა და შემობრუნდა. როგორც კი თვალებში შემომხედა მივხვდი რატომ მეცნო.

პატჩი.

ძნელი იყო დამეჯერებინა. ლამის შუბლში ხელი მივირტყი, როცა გამახსენდა. მას ნათქვამი ჰქონდა, რომ აქ მუშაობდა.

ფართუკზე ხელის შეწმენდით მომიახლოვდა, ეტყობოდა სიამოვნებდა ყურება თუ როგორ ვეძებდი შესაძლებლობას გავქცეულიყავი. კაბინაში უფრო ღრმად შევიყუჟე.

- - ესეიგი - დაიწყო მან - ხუთი დღე კვირაში შენთვვის ჩემი ნახვისთვის არაა საკმარისი და გინდა საღამოებიც მომიძღვნა?

- - ბოდიშს ვიხდი, ეს არაწარმატებული დამთხვევაა.

ვის სკამზე დაეშვა და თავისი გრძელი ხელებით თითქმის მთელი მაგიდა დაიკავა. ჩემი ჭიქა აიღო და ხელებში მისი ტრიალი დაიწყო.

- - აქ ყველა ადგილი დაკავებულია, - ვთქვი მე.

არ მიპასუხა. მე ჭიქა წავართვი და ყლუპი მოვსვი, მაგრამ შემთხვევით ყინულის ნატეხიც, გადამეყლაპა შიგნიდან საშინელი წვა ვიგრძენი.

- - შენ შემთხვევით კლიენტებთან ჭორაობის მაგივრად ხომ არ უნდა მუშაობდე?

სუნთქვა შემეკრა. მან გაიღიმა.

- - კვირას საღამოს რას აკეთებ?

დაფიფრუტუნე. შემთხვევით.

- - პაემანზე მეპატიჟები?

- - თვითდაჯერებული ხდები. ეს მომწონს. ანგელოზო.

- - ჩემთვის სულერთია შენ რა მოგწონს. შენთან ერთად არსად წავალ. არანაირი პაემნები. შენთან მარტო, - არავითარ შემთხვევაში. - მომინდა შეგნიდან მეპწკინა ჩემთვის რადგან სიცხემ დამიარა პატჩთან მარტო ყოფნის იდეის გაფიქრებაზეც. ალბათ მსგავსი არც არაფერი უგულისხმია. ალბათ ყოველ წამს გამაღიზიანებდა მხოლოდ მისთვის ნაცნობი მიზეზის გამო. - მოიცა, შენ რა ანგელოზი დამიძახე? - ვკითხე.

- - თუ ასეა?

- არ მომწონს.

- - არ მაინტერესებს - ჩაიღიმა - ანგელოზო.

მაგიდაზე გადმოიწია, ხელი სახესთან მომიტანა და ჩემი ტუჩის კუთხეზე თითები გაატარა. გავიწიე მაგრამ ძალიან გვიან.

მან ტუჩის საცხი საჩვენებელ და ცერა თითს შორის მოსრისა.

- - მის გარეშეც კარგად გამოიყურები.

მინდოდა გამეხსენებინა რაზე ვლაპარაკობდით, მაგრამ უფრო ვცდილობდი მას არ შეემჩნია თუ როგორ დამაკარგვინა წონასწორობა მისმა შეხებამ. თმა უუკან გადავიყარე, ვცდილობდი დაკარგული საუბრის თემის პოვნას.

- - როგორც არ უნდა იყოს. მე სკოლის წინა საღამოს არ შემიძლია სადმე წასვლა.

- - ცუდია. სანაპიროზე წვეულება იქნება. ვიფიქრე შეგვეძლო ერთად წავსულიყავით.

მისი ხმა გულწრფელად ჟღერდა.

მისი არ მესმოდა. საერთოდ. სიცხე არ მტოვებდა. კიდევ მოვსვი წყალი გრძნობების გასაცივებლად. პატჩან ყოფნა მაცდური იდეაა, მაგრამ სახიფათო. არ ვიცი რატომ , მაგრამ ინტუიციას ვენდე.

ძალით დავამთქნარე.

- - მე გითხარი. სკოლის წინა საღამოა. -ამით თავს უფრო ვირწმუნებდი, ვიდრე მას და დავამატე : - დარწმუნებული ვარ შენი მოწონებული წვეუულება მე ნაკლებად დამაინტერესებს.

<აი ასე. თემა დახურულია>

მერე მიზეზგარეშე განვაგრძე.

- - საერთოდ ჩემი დაპატიჟება რატომ გინდოდა?

აქამდე თავს ძალით ვიწმუნებდი, რომ არ მადარდებდა რას ფიქრობდა ის ჩემზე. ვიცოდი ეს არ იყო სიმართლე. ეს გამტანჯავს, მაგრამ პატჩმა ისე დამაინტრიგა თანახმა ვიყავი სადაც მთხოვდა იქ წავყოლოდი.

- - შენთან მატო მინდა ვიყო - მიპასუხა პატჩმა.

და აი აქ ჩაირთო ჩემი თავდაცვა.

- - მომისმინე პატჩ, არ მინდა უხეში მოგეჩვენო მაგრამ...

- - თან როგორ გინდა...

- - შენ პირველმა დაიწყე! - ბრწყინვალეა. ზრდასრული ადამიანივით. - მე ვერ წამოვამ ამ წვეულებაზე. დასასრული.

- - იმიტომ რომ გეშინია სკოლის წიინა საღამოს სეირნობის თუ ჩემთან მარტო დარჩენის?

- - ისიც და ისიც. - აღიარება უბრალოდ გამისხლტა.

- - ყველა ბიჭის გეშინია...თუ მარტო ჩემი? - თვალები გადავატრიალე თითქოს ვამბობდი < ასეთ სულელურ კითხვებზე არ ვპასუხობ>.

- - ჩემთან თავს მშვიდად ვერ გრძნობ? - სახეზე ნეიტრალური გამომეტყველება ჰქონდა, მაგრამ ვიცოდი სიღრმეში ჩამაფიქრებელი ღიმილი იმალებოდა.

ზუსტად ასე მოწმედებდა ჩემზე. კიდევ შეეძლო ყველა ჩემი აზრიანი ფიქრი გოგებიდან ამოეშალა.

- - მაპპატიე, - ვუთხარი მე - რაზე ლაპარაკობდი?

- - შენზე.

- - ჩემზე?

- - შენს პირად ცხოვრებაზე.

გამეცინა, რადგან არ ვიცოდი რა მეპასუხა.

- - თუ ლაპარაკი ჩემ შესახებ გაგრძელდება და კიდევ საპირისპირო სქესზე...ვიმ უკვე მთელი სიტყვით გამოვიდა. მეორედ გამეორება არ მჭირდება.

- - და რაო მოხუცმა ბრძენმა ვიმ?

ხელებზე დავიხედე, მერე კი ორივე ხელი მაგიდის ქვეშ დავმალე.

- - წარმოდგენასაც ვერ შევძლებ თუ რატომ ხარ ასეთი დაინტერესებული.

თავი რბილად დაიქნია.

- - დაინტერესებული? ჩვენ შენზე ვლაპარაკობთ. მოჯადოებული ვარ.

ღვთაებრივად გამიღიმა. ასეთ ღიმილზე პულსი უჩქარდებათ. ყოველშემთხვევაში ჩემი აჩქარდა.

- - ვფიქრობ სამუშაოს უნდა დაუბრუნდე - ვუთხარი მე.

- - ამის ფასადაც კი ბედნნიერი ვარ, რომ სკოლაში არავინ არაა ისეთი, რომელიც შენს მოთხოვნებს აკმაყოფილებს.

- - ა, ხო გამახსენდა, რომ შენ ჩემი ეგრეთწოდებული მოთხოვნების სპეციალისტი ხარ, - სიტყვამოსწრებულად ვთქვი.

ისე შემომხედა თავი გამჭვირვალედ მომეჩვენა.

- - შენ ხომ მორცხვი არ ხარ ნორა. შენ უბრალოდ სერიოზული მიზეზი გჭირდება, რათა ჩვეული გზიდან გადაუხვიო და ვიღაცას დაუახლოვდე.

- - აღარ გვინდა ჩემი თავის განხილვა.

- - ფიქრობ, რომ ყველაფერს აკონტროლებ.

- - არ არის მართალი, - ვთქვი მე. - მაგალიტად შენზე არაფერი ვიცი.

- - ჩემ გასაცნობად არ ხარ მზად.

არ ხუმრობდა. პირიქით ძალიან მკვეთრი იყო საპარსის სამართებელივით.

- - შენი პირადი საქმე ვნახე.

წამით სიტყვა ჰაერში ეკიდა შემდეგ კი პატჩის მზერას შევხვდი.

- - მგონი ეს კანონსაწინაარმდეგოა - მშვიდად თქვა.

- - შენი საქმე ცარიელია. არაფერი. ვაქცინაციის კარტაც კი არაა.

გაკვირვებული სახეც კი არ მიუღია მოსაცვენებლად. სკამზე გადაიწია, ბნელმა თვალებმა გაიელვეს.

- - და ამას მეუბნები იმიტომ , რომ გეშინია ვინმეს ღორის გრიპს ან წითელას გადავდებ?

- - ამას ვამბობ იმიტომ რომ გაიგო რაც ვიცი. ვიცი ყველაფერი აქ არაა სუფტად. გავიგებ რისი მიღწევა გინდა და გამოგიჭერ.

- - მოუთმენლად ველი.

გავწითლდი, რადგან გვიან მივხვდი ამ წინადადების ორმხრივობას. პატჩის თავსზემოთ ვი გამოჩნდა, რომელიც მაგიდებს შორის გამოსვლას ცდილობდა.

- - ვი მოდის - ვუთხარი - დროა წახვიდე.

- - იდუმალი მზერით მათვალიერებდა, მაგრამ არ განძრეულა.

- - ასე რატომ მიყურებ? - გამომწვევად ვკითხე.

წინ დაიხარა. ადგომას აპირებდა.

- - იმიტომ რომ ისეთი არ ხარ როგორიც მეგონე.

- - შენც, - ვუპასუხე. - ბევრად უარესი ხარ.


 

6 comments:

  1. Meeqvse tavi rodis daideba ?

    ReplyDelete
  2. მეექვსე არ იდება?

    ReplyDelete
  3. This comment has been removed by the author.

    ReplyDelete
  4. გააგრძელე რაა ;(( ძალიან გთხოვ შუა გზაში არ გაჩერდე :)

    ReplyDelete
  5. გააგრძელე რაა ;(( ძალიან გთხოვ შუა გზაში არ გაჩერდე :)

    ReplyDelete