Sunday, February 2, 2014

Hush Hush - თავი II



თავი მეორე

 მე და დედა კოლდუოტერის ქალაქგარეთ VXIII საუკუნის ფერმერულ სახლში ვცხოვრობდით, რომელიც ყველა ქარისთვის მისაწვდომი იყო. ეს სახლი მთელს ჰორტონ ლეინზე ერთადერთი იყო, ყველაზე ახლო მეზობლები 1 მილის დაშორებით ცხოვრობდნენ. ყოველთვის მიჩნდებოდა კითხვა, თუ რატომ აირჩია არქიტექტორმა მაინც და მაინც ისეთი ადგილი, სადაც ყველა ქარიშხალი ერთად იყრის თავს. ახლა სახლი ბნელში იყო ჩაძირული და თავისუფლად მოხეტიალე მოჩვენებების სამფლობელოს გავდა.

 მთელი საღამო სამზარეულო მაგიდასთან გავატარე ალგებრისა და ჩვენი სახლის საქმეებში დამხმარე დოროტეას კომპანიაში. დედაჩემი ჰიუგო რენალდის სააუქციონო კომპანიაში მუშაობდა. ის უძრავი ქონებისა და ანტიკვარიატის ყიდვა-გაყიდვით იყო დაკავებული მთელს აღმოსავლეთ სანაპიროზე. ამ კვირაში ის ნიუ-იორკის ჩრდილო-აღმოსავლეთით მუშაობდა. ხშირად უწევდა მივლინებებში სიარული, ამიტომაც სახლის საქმეებისთვის დაიქირავა დოროტეა, თუმცა მისი მთავარი სამუშაო მაინც ჩემს მიხედვაში მდგომარეობდა.

- დღეს რა ხდებოდა სკოლაში? – მკითხა დოროტეამ მსუბუქი გერმანული აქცენტით.

ნიჟარასთან იდგა და დამწვარ ლაზანიას აცლიდა ტაფას.

- ბიოლოგიის გაკვეთილზე ახალი მერხის მეზობელი მყავს.

- ეს კარგია თუ ცუდი?

- აქამდე ვისთან ვიჯექი.

-ხმ. – მისი ხელზე დაკიდებული კანი ტაფის წმენდისგან ცახცახებდა – ეს ცუდია.

თანხმობის ნიშნად ამოვისუნთქე.

- მომიყევი ამ ახალ მეზობელზე? როგორი გოგოა?

- მაღალი შავგრემანი გამაღიზიანებელი ბიჭია.

და სახიფათოდ იდუმალი. პატჩის თვალები შავ სფეროებს ჰგავდა, რომლებიც ყველაფერს ისრუტავენ და არაფერს არ გამოყოფენ. იმას არ ვგულისხმობ რომ მის შესახებ მართლა მინდოდა რამის გაგება. მისი გარეგნული მხარის დანახვით არ მომინდა სხვა დანარჩენის გაგება. ვიცოდი, რომ ეს ყველაფერი არ მომეწონებოდა.

თუმცა ეს ყველაფერი მთლად სიმართლეს არ შეესაბამებოდა. ძალიან მომწონდა ის რასაც ვხედავდი. გრძელი, დაკუნთული ხელები, ფართე მოდუნებული მხრები და ღიმილი, მოთამაშე და ამავდროულად მაცდური. მე ვცდილობდი იგნორი გამეკეთებინა იმისთვის, რის წინაშეც ძნელი იყო თავის შეკავება. 

ცხრა საათზე დოროტეა მუშაობას მორჩა და კარი გაიხურა. დამსვიდობებისას გასასვლელში გზა ფანრით გავუნათე. მისი მანქანის დაძვრის ხმა გავიგე. მარტო დავრჩი.

მინდოდა იმ გრძნობებში გავრკვეულიყავი რაც ჩემს შიგნით მოსვენებას არ მაძლებდა. არ მშიოდა. არ დავღლილვარ. არც მარტოდ ვგრძნობდი თავს. მაგრამ ძალიან მაწუხებდა ბიოლოგიის საშინაო დავალება. პატჩს ვუთხარი რომ არ დავურეკავდი. ექვსი საათის წინ მართლა ასე ვფიქრობდი, მაგრამ ახლა იმაზე ვფიქრობდი თუ როგორ არ შემეძლო ამ დავალების ჩაფლავება, რადგან ჩემი მდგომარეობა ბიოლოგიაში <საუკეთესოს> და <კარგს> შორის მერყეობდა. ამაზე ჩემი გრანტი იყო დამოკიდებული.

სამზარეულოში შევედი და ტელეფონი ავიღე. იმ შვიდ ციფრს შევხედე, რომელიც ჩემ ხელზე იყო დაწერილი. გულის სიღრმეში ვიმედოვნებდი, რომ პატჩი ტელეფონთან არ მოვიდოდა. თუ ის ჩემთან მუშაობას ვერ შეზლებდა, მწვრთნელის დარწმუნება გამიადვილდებოდა გადასმის საკითხთან დაკავშირებით. ამ იმედით ავკრიფე ნომერი.

თითქმის მაშინვე მიპასუხა.

- ალო!

- მინდოდა მეკითხა, დღეს შეგვიძლია შევხვდეთ? მახსოვს თქვი დაკავებული ვარო მაგრამ… - დავიწყე საქმიანი ტონით

.- ნორა! – პატჩმა ჩემი სახელი ისე თქვა თითქოს ჩემს სახელში ანეგდოტის ნაწილი იყო – ვიფიქრე რომ არასდროს არ დარეკავდი. 

თავი დავიწყევლე იმის გამო რომ ჩემი სიტყვების უკან წაღება მიწევდა. პატჩს კი იმისთვის ვწყევლიდი, რომ ეს შემახსენა. ჭირსაც წაუღია მწვრთნელი და მისი გიჟური დავალება.

რაიმე ჭკვიანურის თქმის მიზნით პირი გავაღე.

- და? შეგვიძლია შევხვდეთ თუ არა?

- არ შემიძლია.

- არ შეგიძლია თუ არ გინდა?

- ბილიარდის მნიშვნელოვან პარტიას ვთამაშობ – მის ხმაში სარკაზმი ვიგრძენი – ძალიან მნიშვნელოვან პარტიას.

ხაზის მეორე მხარეს ხმაური მესმმოდა. აშკარად პარტიის ისტორია სიმართლეს შეესაბამებოდა. თუმცა ეს პარტია რა ჩემს დავალებაზე მნიშვნელოვანი იყო? – სადავო კითხვაა.

- სად ხარ? – ვკითხე.

- სათამაშო კლუბ <ბო>-ში ვარ. არამგონია აქ მოგეწონოს.

- მაშინ მოდი ინტერვიუ ტელეფონით გავატაროთ. კითხვების ჩამონათვალი მაქვს მზად...

არც მოუსმენია ისე დამიკიდა ყურმილი.

დაუფიქრებლად შევხედე ტელეფონს, შემდეგ რვეულიდან სუფთა ფურცელი ამოვხიე და პირველ ხაზზე დავწერე <დეგენერატი>. შემდეგ ხაზზე დავწერე - <სიგარებს ეწევა, ფილტვის კიბოთი მოკვდება და იმედი მაქვს ძალიან მალე. შესანიშნავი ფიზიკური ფორმა>

მაშინვე გადავხაზე ბოლო სამი სიტყვა ისე რომ გარჩევა შეუძლებელი გამხდარიყო.

მიკროტალღოვან ღუმელზე მდგარი საათი 21:05-ს აჩვენებდა. ორი ვარიანტი მქონდა. შემეძლო გამეყალბებინა პატჩის პასუხები, ან სათამაშო კლუბ <ბო>-ში წავსულიყავი. პირველი ვარიანტი მიმზიდველად გაიჟღერებდა რომ არა მწვრთნელის გაფრთხილება, იმის შესახებ რომ ყველა პასუხს გადაამოწმებდა. პატჩთან ბლეფი არ გამომივიდოდა რადგან კარგად არ ვიცნობდი. მეორე ვარიანტი ცალკეც კი არ ჟრერდა მიმზიდველად.

გადავწყვიტე დედასთან დარეკვის სემდეგ გამეკეთებინა არჩევანი. მივლინებაში წასვლის პერიოდში მისი პირობა იყო პასუხისმგებლობის გრძნობა არ დამეკარგა და ბავშვივით არ მოვქცეულიყავი, რომელსაც მუდმივი კონტროლი სჭირდება. მე ჩემი თავისუფლება მომწონდა და არ მინდოდა დედა ახლო სამუსაოზე გადასულიყო, სადაც ნაკლებ ფულს აიღებდა, მხოლოდ იმის გამო რომ ჩემთვის მიეხედა.

ოთხი სიგნალის შემდეგ ავტომოპასუხე ჩაირთო.

- გამარჯობა, მე ვარ. უბრალოდ დალაპარაკება მინდოდა. საშინაო დავალება უნდა დავასრულო ბიოლოგიაში, მერე დასაძინებლად წავალ. თუ გინდა ხვალ ლანჩის დროს დამირეკე. მიყვარხარ.

როცა ყურმილი დავკიდე სამზარეულოს თაროზე მონეტა დავინახე. . დაე ბედმა გადაწყვიტოს.

- ზედა მხარე – მივდივარ – ვუთხარი მონეტაზე გამოსახული ჯორჯ ვაშინგტონის პროფილს – უკანა – ვრჩები.

მონატა ძლივს ავაგდე და გავბედე ზედ დამეხედა. ჩემი გული გამალებით ცემდა და არ ვიცოდი ეს რას ნიშნავდა.

- ჩემზე უკვე არაფერი არაა დამოკიდებული – ვთქვი მე.

ყველაფერი სასწრაფოდ უნდა დამესრულებინა, კარადიდან რუკა ამოვიღე, გასაღებს ხელი მოვკიდე და ჩემს <ფიატ სპაიდერში> ჩავჯექი. შესაძლებელია ეს მანქანა 1979 წელს სიმპატიურად გამოიყურებოდა, მაგრამ ახლა მოყავისფრო-შოკოლადისფერით არ ვიყავი დიდად აღფრთოვანებული. ნახევარ მანქანაზე ჟანგის ფერი იყო მოდებული. არაფერს ვამბობ თეთრ ტყავის სავარძლებზე.

სათამაშო კლუბი <ბო> უფრო შორს აღმოჩნდა ვიდრე მინდოდა რომ ყოფილიყო, გზას ნახევარი საათი მოვანდომე. კლუბი პირდაპირ სანაპიროსთან იყო. საჭეზე დადებული რუკით მანქანა ბეტონის შენობასთან დავაყენე სადაც გამოკიდებული იყო წარწერა : <სათამაშო ავტომატების კლუბი ბო, ფეინთბოლი წესების გარეშე და ოზის საბილიარდო დარბაზი>. კედლები სულ გრაფიტის იყო. იატაკი სავსე კონდახებით. აშკარა იყო რო დარბაზი სავსე იქნებოდა პლუშის ლიგის სტუდენტებით. ორჯერ შევამოწმე მანქანის კარის საკეტი და კლუბისკენ დავიძარი. 

რიგში დგომა მომიწია შესასვლელად. მას შემდეგ რაც ჩემ წინ მდგარმა ხალხმა გადაიხადა შესასვლელისკენ წავედი.

- შენ რითი დაიმსახურე უფასო შესვლა? – დამიყვირა სიგარეტისგან გაუხეშებულმა ხმამ.

მე შევბრუნდი და მოლარეს შევხედე, რომელის სხეულიც სულ ტატუებით იყო დაფარული.

- აქ სათამაშოდ არ მოვსულვარ, ვიღაცას ვეძებ – ვთქვი მე.

- გასვლა გინდა, - გადაიხადე, - უხეში ხმით სალაროს თავზე სკოჩით მიკრული ფასისკენ მიმანიშნა.

იქ ეწერა, რომ თხუთმეტი დოლარი უნდა გადამეხადა. მხოლოდ ნაღდი ფულით.

ნაღდი ფული არ მქონდა და რომც მქონოდა მის დახარჯვას პატჩის პირადი ცხოვრების გამოსაკითხად არ ვაპირებდი. ჩემში ბრაზმა გაიღვიძა ამ სულელური დავალების და იმის გამოც, რომ აქ მოსვლა მომიწია. მხოლოდ პატჩის პოვნა მჭირდებოდა, დალაპარაკებას კი ქუჩაშიც შევძლებდით. ამხელა გზის გამოვლის შემდეგ არ ვაპირებდი უკან ხელცარიელი დაბრუნებას.

- თუ ორ წუთში არ დავბრუნდები ამ თხუთმეტ დოლარს გადავიხდი, - ვთქვი მე.

იმის მაგივრად, რომ მიმეთმინა და სწორი გადაწყვეტილება მიმეღო, გავაკეთე ის რაც არ მჩვევია, მესერს ქვეშ გავძვერი. გაუჩერებლად შევვარდი დარბაზში პატჩის თვალებით ძებნით. ძნელი იყო დამეჯერებინა, რომ ეს ნამდვილად ხდებოდა, მოძრავ თოვლის გუნდას ვგავდი, რომელიც ბრუნვას უფრო უმატებდა. ყველაფერი რაც მინდოდა - პატჩის მოძებნა და აქედან თავის დაღწევა იყო.

მოლარე ყვირილით მომსდევდა.

რათქმაუნდა პირველ სართულზე პატჩი არ იყო და ამიტომ ქვემოთ გგავემართე საითკენაც წარწერა ოზის საბილიარდო დარბაზისკენ მიუთითებდა. მუქი ნათურები, რომლებიც კიბის დასარულს ეკიდა, რამდენიმე მთლიანად მოთამაშეებით შევსებულ პოკერის სიგარის კვამლით შემორტყმულ მაგიდებს ანათებდა, ბოლი დაბალ ჭერ ქვეშ იყრიდა თავს თითქმის ისეთი ხშირი, როგორიც ბინდი იყო ჩემი სახლის უკან. პოკერის მაგიდებსა და ბარს შორის ბილიარდის მაგიდები იდგა. ყველაზე შორეულ მაგიდასთან პატჩი გაჭიმულიყო და ცდილობდა რთული დარტყმა განეხორციელებინა.

- პატჩ! - დავუძახე მე.

ამ მომენტში პატჩმა ისე დაარტყა, რომ კია მაგიდის ზედაპირს გაეხახუნა. მან თავი მოაბრუნა შერეული გაკვირვებითა და ცნობისმოყვარეობით მომაშტერდა.

მოლარე მძიმე, ხმამაღალი ნაბიჯით მომიახლობდა და მხარში ხელი ჩამავლო.

- მაღლა ! სწრაფად !

პატჩმა ნაკლებად შესამჩნევად გაიღიმა. ძნელი მისახვედრი იყო, ეს ღიმილი დამცინავი იყო თუ მეგობრული.

- ჩემთან არის.

ეტყობა ამან მოლარეზე რაღაც გავლენა იქონია, რადგან ისე აღარ მიჭერდა ხელს. სანამ არ გადაიფიქრა გავუსხლტი და პატჩისკენ მაგიდების გავლით დავიძარი. პირველი ნაბიჯები მტკიცედ გადავდგი, თუმცა მიახლოებასთან ერთად თავში დარწმუნებულობა იკლებდა.

მაშინვე ვიგრძენი მასში რაღაც ცვლილება. მთლად ვერ შევძელი მიხვედრა თუ რა ხდებოდა, მაგრამ დენის დარტყმასავით ვგრძნობდი.

უფრო მტრული?

უფრო დარწმუნებული.

უფრო მეტი თავისუფლება საკუთარ თავად ყოფნისთვის.

მისი შავითვალები ისე მიყურებდნენ თითქოს მაგნიტები იყვნენ, რომლებიც ყველა ჩემი მოძრაობისკენ მიიზიდებოდნენ. ჩუმად ჩავისუნთქ და ვეცადე ყურადღება არ მიმექცია იმ ნერვიული ჩიჩოტკისთვის რაც მუცელში მქონდა. ძნელი იყო გამეგო რა ხდებოდა, მაგრამ ვიცოდი, პატჩთან მიმართებაში რაღაც ვერ იყო რიგზე. რაღაც, რაც არ იყო უსაფრთხო.

- მაპატიე, რომ გავითიშე, - თქვა პატჩმა ჩემთან მოახლოებულმა. - აქ ქვემოთ არც თუ ისე კარგად იჭერს.

ო როგორ არა, რა თქმა უნდა.

თავის მოძრაობით სხვებს ანიშნა წასულიყვნენ. მანამ სანამ ვინმე გაინძრეოდა, სიჩუმე ჩამოწვა. პირველმა გამსვლელმა მხარი გამკრა, ამიტომ ნაბიჯი უკან გადავდგი, წონასწორობის შესანარჩუნებლად, როგორც კი თვალები ავწიე, სხვა ორის ცივ მზერას გადავაწყდი.

გადასარევია. ჩემი ბრალი ხომ არაა, რომ პატჩი - ჩემი პარტნიორია.

- ბილიარდს თამაშობთ? - წარბების აწევით ვიკითხე, ისე რომ ბოლომდე საკუთარ თავში დარწმუნებულის შთაბეჭდილება დამეტოვებინა. შესაძლოა, ის მართალი იყო და <ბო> - ნამდვილად არ იყო საჩემო ადგიილი. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ აქედან წასვლას ვაპირებ. - რა ფსონებია?

მან უფრო ფართოდ გაიღიიმა, ამჯერად დარწმუნებული ვიყავი რომ ჩემზე იცინოდა.

- ჩვენ ფულზე არ ვთამაშობთ.

ჩანთა მაგიდის კიდეზე ჩამოვდე.

- სამწუხაროა, ყველაფერს დავდებდი რაც მაქვს, შენს წინააღმდეგ - დავალების ფურცელი ამოვიღე, სადაც უკვე ორი ხაზი შევხებული იყო.. - რამდენიმე კითხვა და გავქრები.

- დეგენერატი? - ხმამაღლა წაიკითხა კიაზე დაყრდნობილმა პატჩმა. - ფილტვის კიბო? ეს წინასწარმეტყველება უნდა იყოს?

ფურცელი ჰაერში გავაქნიე.

- შენ თვითონ შეგაქვს შენი წვლილი ამ სიტუაციაში. რამდენი სიგარა ერთი საღამოს განმავლობაში? ერთი? ორი?

- მე არ ვეწევი, - გულწრფელად ჯღერდა, მაგრამ მე არ წამოვეგე.

- ჰმ, - მე ფურცელი შაფ და იასამნისფერ ბურთებს შორის დავდე და მესამე ხაზზე მივაწერე < ნამდვილად სიგარები > , როცა შემთხვევით იასამნისფერს იდაყვით გამოვედე.

- თამაშს გვიფუჭებ, - ღიმილით თქვა პატჩმა.

მისი მზერა წამით დავიჭირე და საპასუხო ღიმილისგან თავი ვერ შევიკავე.

- არა შენს სასარგებლოდ, იმედია. შენი მთავარი ოცნება?

ვამაყობდი ამ კითხვით, რადგან ვიცოდი ამ კიტხვიტ ჩიხში მოვიმწყვდევდი. ფიქრი მოუწევდა.

- შენი კოცნა.

- არაა სასაცილო, - ვთქვი, თვალებში ვუყურებდი და მადლობა ღმერთს არც ვახამხამებდი.

- არა. თუმცა გაწითლდი.

მაგიიდის კუთხეზე ჩამოვჯექი, რომ მშვიდი გამოვჩენილიყავი. ფეხები გადავაჯვარედინე, რომ წერა უფრო ადვილი ყოფილიყო.

- მუშაობ?

- კი. ოფიციანტის დამხმარე ვარ < მოსაზღვრე> -ში. საუკეთესო მექსიკური რესტორანია ქალაქში.

- რელიგია?

ამ კითხვით არ გაკვირვებულა, მაგრამ არც აღფრთოვანებულა.

- რელიგია არა...კულტი.

- კულტს ეკუთვნი?

მხოლოდ ამის შემდეგ მივხვდი, რომ გავიცდი არადა არ ღირდა.

- ისე გამოვიდა, რომ ზრდასრული ქალი მესაჭიროება მსხვერპლშეწირვისთვის. თავიდან ვაპირებდი მისი ნდობა მომეპოვებინა, მაგრამ თუ შენ უკვე მზად ხარ...

ჩემი სახიდან ღიმილი გაქრა.

- ჩემზე შთაბეჭდილებას ვერ ახდენ.

- არც კი დამიწყია.

მაგიდიდან ჩამოვსხლტი და მის წინ დავდექი. ჩემზე მთელი ერთი თავით მაღალი იყო.

- ვიმ მითხრა, რომ ჩვენზე უფროსი ხარ. რამდენჯერ ჩააგდე ბიოლოგია? ერთხელ? ორჯერ?

- მე, ვი ჩემს წარმომადგენლად არ დამინიშნავს.

- ანუ შენ უარყოფ, რომ ბიოლოგია ჩააგდე?

- არა, უბრალოდ წინა წელს სკოლაში არ მივლია.

მისი თვალები ამბობდნენ როგორ დამცინოდა. ეს მე მხოლოდ რწმენას მმატებდა.

- აცდენდი?

პატჩმა კია მაგიდაზე დადი და თითით მიმიტყუა, მაგრამ მე არ მივედი.

- გინდა საიდუმლო გითხრა? - ჩუმად მკითხა. - აქამდე არასდროს მივლია სკოლაში. გინდა კიდევ ერთი? ისეთი მოსაწყენი არ აღმოჩნდა როგორც მე მეგონა.

ცრუობდა. ყველა დადის სკოლაში. ასეთია კანონი. ამ ტყუილით ჩემი მოთმინებიდან გამოყვანა უნდოდა.

- გგონია გატყუებ, - თქვა ოდნავ გაღიმებულმა.

-არასდროს გივლია სკოლაში? თუ ეს სიმართლეა, რაშიც ეჭვი მეპარება. რამ გაიძულა იქ წელს გევლო?

- შენ.

ტანში პანიკის სიგნალმა დამიარა. ნეტა რას უნდა ამით მიაღწიოს. მე არ მიცდია უკან დახევა და უბრალოდ დავანახე, რომ გავღიზიანდი. რამდენიმე წამი დამჭირდა, რომ ხმა დამბრუნებოდა.

- ეს ნამდვილი პასუხი არაა.

ჩემსკენ ნაბიჯი გადმოდგა და უკვე თხელი ზოლი გვაშორებდა ერთმანეთისგან.

- შენი თვალები, ნორა. შენი ცივი, ნაცრისფერი თვალები სრულიად შეუდარებელია - მან თავი ისე დახარა თითქოს ჩემი სახის სხვა კუთხიდან შეხედვა უნდოდა - ეს მკვლელი, სავსე ტუჩები.

ნაბიჯით უკან დავიხიე, რადგან შემეშინდა არა მისი კომენტარების, არამედ ჩემი დადებითი რეაქციის მათ გაგონებაზე.

- მორჩა, საკმარისია. მე მივდივარ.

მაგრამ როგორც კი ეს სიტყვები ვთქვი მივხვდი ეს სიმართლე არ იყო. ვგრძნობდი, მისთვის რაღაც უნდა მეთქვა. ჩახლართულ ფიქრებში იმას ვეძებდი რასაც გარეთ გამოღწევა სურდა. რატომ დამცინოდა? ისე იქცეოდა, თითქოს ეს დავიმსახურე.

- შეგრძნება მაქვს, თითქოს ჩემზე შენ უფრო მეტი იცი, ვიდრე მე - ძალიან შევამოკლე - იმაზე მეტი, რაც საჭიროა. იცი წინასწარ როგორ ილაპარაკო ჩემს უხერხულ სიტუაციაში ჩასაგდებად.

- საქმეს შენ მიადვილებ.

ჩემში სიბრაზემ იფეთქა.

- ესე იგი აღიარებ, რომ ამას სპეციალურად აკეთებ?

- რა <ამას>?

- პროვოცირებას მიკეთებ.

- კიდევ თქვი <პროვოცირება> . ამ სიტყვის თქმისას შენი ტუჩები ისე მაპროვოცირებლად გამოიყურებიან…

- ჩვენ მოვრჩით, შეგიძლია პარტია დაასრულო.

მაგიდიდან კია ავიღე და ხელებში შევაჩეჩე. მან არ აიღო.

- არ მომწონს მერხთან, რომ ერთად ვზივართ - ვთქვი მე - არ მომწონს, რომ დავალებაში ჩემი პარტნიორი ხარ. და შენი ქედმაღლური ღიმილიც არ მომწონს. - ჩემი ნიკაპი ათრთოლდა. ეს მაშინ მემართება, როცა ვიტყუები. მეც მაინტერესებდა ვცრუობდი ახლა თუ არა. თუ ასეა მაშინ სიამოვნებით მივირტყამდი რამეს - არ მომწონხარ,- ისე დამაჯერებლად ვთქვი, რამდენადაც შეიძლებოდა და კია მივაწოდე.

- მიხარია, რომ მწვრთნელმა ერთად დაგვსვა, - მიპასუხა მან.

შევამჩნიე, სიტყვა <მწვრთნელი> ირონიით წარმოთქვა, მაგრამ დაფარულ აზრს ვერ მივხვდი. ამ ჯერზე კია აიღო.

- ამის გამოსწორებაზე ვმუშაობ - მოვუჭერი მე.

პატჩს ეს იმდენად სასაცილოდ მოეჩვენა, რომ ფართოდ გაიღიმა. ჩემთან მოახლოებულმა თმიდან რაღაც მანამ გამომიღო, სანამ უკან გაწევას მოვასწრებდი.

- ქაღალდის ნაფლეთი, - ამიხსნა და ძირს დააგდო.

მაშინ, როცა ხელს ზემოთ წევდა, მის მაჯაზე მოვასწარი რაღაც დამენახა. თავიდან ტატუირება მეგონა, მაგრამ უფრო დაკვირვებისას მივხვდი, რომ ეს მოწითალო-მოყავისფრო, ცოტათი არათანაბარი თანდაყოლილი ლაქა იყო.

- თანდაყოლილი ლაქისთვის არც თუ ისე წარმატებული ადგილია, - ვთქვი მე, იმით შეწუხებული, რომ რაღაც გვაერთიანებდა.

შრამი მეც ხომ ზუსტად ამ ადგილზე მქონდა.

პატჩმა სახელო ჩამოიწია და მაჯა დაფარა.

- გინდოდა, რომ ლაქა უფრო ინტიმურ ადგილზე მქონოდა?

- მე ის სულ არ მენდომებოდა - მივხვდი, რაღაც არასწორად ჟღერდა და კიდევ ვცადე. - ჩემთვის სულერთია, ის გაქვს თუ არა. - და კიდევ ერთხელ: - მიმიფურთხებია შენი თანდაყოლილი დაქისთვის და წერტილი.

- კიდევ გაქვს კითხვები? - მკითხა მან - ან, იქნებ კომენტარები?

- არა.

- მაშინ ბიოლოგიაზე შევხვდებით. 

მინდოდა მეთქვა, რომ ერთმანეთს აღარასდროს შევხვდებოდით, მაგრამ დღეს უკვე მეორედ სიტყვის უკან წაღება არ მინდოდა.

ღამით ხმამ გამაღვიძა. სახით ბალიშში ჩარგულს მეძინა და არ ვმოძრაობდი, ყველა გრძნობა გამახვილებული მქონდა. დედაჩემი მინიმუმ თვეში ერთხელ მაინც დადიოდა მივლინებაში, ამიტომ მივეჩვიე მარტო ძილს და უკვე რამდენი თვეა საძინებლის კარის უკნიდან ნაბიჯების ხმა არ მომჩვენებია. სიმართლე ვთქვათ თავი მარტოსულად არასდროს მიგრძნია. მას შემდეგ რაც მამა გასროლით მოკლეს პორტლენდში, როცა დედასთვის დაბადების დღის საჩუქარს ყიდულობდა, ჩემს ცხოვრებაში უცნაური ვიღაცის ყოფნის გრძნობა გაჩნდა. თითქოს ვირაც იმ სამყაროს სხვა მხრიდან აკვირდებოდა, სადაც მე ვცხოვრობდი. თავიდან ეს მაშინებდა, თუმცა საშიში არაფერი მომხდარა, ამიტომ ჩემი შიში გაქრა. თავიდან ეს აზრი მაწყნარებდა, მაგრამ დღეს ასე არ იყო - ყოფნის გრძნობა გამყონავი იყო.

თავის ოდნავ მოტრიალების შემდეგ იატაკზე ჩრდილი შევნიშნე. მზერა ფანჯარაზე გადავიტანე, სადაც მთვარე ანათებდა, რათა გაეგო ჩრდილი საიდან მოდიოდა, თუმცა იქ არაფერი იყო. ბალიშში უფრო ღრმად ჩავეფლე და ჩემ თავს ვუთხარი, რომ ეს უბრალოდ მთვარის ახლოს მცურავი ღრუბელის ჩრდილი იყო. ან შეიძლება ნაგავი, რომლითაც ქარი თამაშობდა. ამ ყველაფრის მიუხედავად რამდენიმე წუთი დამჭირდა, რათა ჩემი პულსი ჩაწყნარებულიყო.

იმ დროისთვის, როცა ლოგინიდან ადგომა გავბედე და ფანჯარაში გავიხედე, ეზო სახლის წინ წყნარი და ცარიელი იყო. ერთადერთი რაც სიმშვიდეს არღვევდა, ქარი, რომელიც ხის ტოტებს სახლის სახურავს ახებდა და ჩემი გულის ფეთქვა იყო

No comments:

Post a Comment