Tuesday, February 4, 2014

Hush Hush - თავი III




თავი მესამე



მწვრთნელი მაკკონაჰი დაფასთან იდგა და რაღაცაზე დუდუნებდა, თუმცა ჩემი გონება მეცნიერების განსაზღვრებებისგან შორს დაფრინავდა.

მე იმ მიზეზების მოგონებით ვიყავი დაკავებული, თუ რატომ არ შეიძლებოდა პატჩი ჩემი მეზობელი ყოფილიყო, სიას კი ჩემი ძველი ტესტის ფურცლის უკანა მხარეზე ვწერდი. როგორც კი გაკვეთილი დასრულდება, ამ ყველაფერს მწვრთნელს წარვუდგენ.

<< უარს ამბობს თანამშრომლობაზე, - დავწერე მე. - არ გამოხატავს ინტერესს კოლექტიური მუშაობის მიმართ >> 

ყველაზე მეტად ის მაწუხებდა, რაც სიაში არ იყო. საზარლად მეჩვენებოდა პატჩის თანდაყოლილი ლაქის მდებარეობა და დამატებით ფანჯარასთან მომხდარმა ღამის ინციდენტმაც შემაშინა. არ ვამბობ რომ პატჩზე ვეჭვობდი, მაგრამ ეს ყველაფერი სულ რაღაც რამდენიმე საათში მოხდა, მასთან შეხვედრის შემდეგ.

იმის ფიქრით, რომ პატჩს შეიძლებოდა ჩემთვის ეთვალთვალა, ზურგჩანთის წინა ჯიბიდან ფლაკონი ამოვიღე და რკინის ორი ტაბლეტი ერთ ჯერზე გადავყლაპე. წამით ორივე ყელში გამეჩხირა, თუმცა მერე ძირს გადაეშვნენ.

თვალის კიდით დავინახე თუ როგორ ასწია პატჩმა წარბები. მიმდოდა ამეხსნა, რომ ანემია მქონდა და ჩემთვის აუცილებელი იყო ყოველდღე რკინის მიღება, განსაკუთრებით სტრესულ პერიოდში, მაგრამ მაშინვე გადავიფიქრე. ანემია სიცოცხლისთვის საშიში არაა, თუ ტაბლეტებს დროულად მიიღებ. იმდენად არ გავგიჟებულვარ მეგონოს თითქოს პატჩს უნდა, რომ მავნოს, მაგრამ ჩემი ჯანმრთელობა - სუსტი ადგილია, რის შესახებაც ჯობს არ ვთქვა.

- ნორა?

მწვრთნელი კლასის წინ იდგა და თითს ჩემკენ იშვერდა - პასუხს ელოდებოდა. ლოყები გამიწითლდა.

- გთხოვთ, კითხვა გაიმეორეთ - ვთხოვე მე.

კლასში ყრუ ხითხითი გაისმა. ოდნავ გაღიზიანებულმა მწვრთნელმა გაიმეორა:

- რა თვისებები გიზიდავს პოტენციურ პარტნიორში?

- პოტენციურ პარტნიორში?

- დროზე, თორემ დაგვაღამდა.

ჩემს უკან ვის სიცილი გავიგონე.

ყელში რაღაც შეიკუმშა.

- თქვენ გინდათ თვისებები ჩამოვთვალო...

- პოტენციური პარტნიორის, დიახ თუ შეიძლება.

თვითონაც არ მინდოდა ისე შევხედე პატჩს. ის ჩვეულებრივზე უფრო მოხრილი და მოდუნებული იჯდა სკამზე და მოუთმენელი, ამასთან ერთად კმაყოფილი მზერით მათვალიერებდა. მის ბაგეებზე მეკობრული ღიმილი გაჩნდა და უხმოდ წარმოთქვა:

<გელოდებით>

მაგიდაზე ხელები დავალაგე, იმის იმედით რომ იმაზე მშვიდად გამოვიყურებოდი, ვიდრე თავს ვგრძნობდი.

- ამაზე არასდროს მიფიქრია.

- ახლა დაფიქრდი.

- იქნებ ჯერ ვინმე სხვას კითხოთ?

მწვრთნელმა ჩემი მარცხენა მეზობლისკენ მიუთითა.

- პატჩ, შენ მიპასუხე.

ჩემგან განსხვავებით პატჩი თავის თავში დარწმუნებული ლაპარაკობდა. ჩემსკენ ოდნავ მობრუნებული იჯდა კუთხეში, ამიტომ ჩვენი მუხლები რამდენიმე სანტმეტრით დაშორებით იყვნენ ერთმანეთისგან.

- ჭკვიანი, მიმზიდველი. დაუცველი.

- დაუცველი? - იკითხა მან. - რატომ?

- რა საერთო აქვს ამას ჩვენ დღევანდელ თემასთან? - ჩაერია ვი. - წიგნში სასურველი პარტნიორის ხასიათზე ინფორმაციის პოვნა შეუძლებელია.

მწვრთნელმა წერა შეწვიტა, რათა მხარს ზემოთ გაეხედა.

- ყველა ცხოველი ამ პლანეტაზე რეპროდუქციის მიზნით იზიდავს პარტნიორს. ბაყაყები მუცელს ბერავენ, გორილებიც კი გულზე მუშტებს ირტყამენ.ოდესმე გინახავთ როგორ დგება ფეხის წვერებზე ომარი და ფრჩხილებს ატკაცუნებს, რათა მდედრის ყურადღება მიიქციოს? მიმზიდველობა - ცხოველების რეპროდუქციის პროცესში პირველი ელემენტია, ეს ადამიანსაც ეხება. მის სქაი, არ გინდათ თქვენს ხასიათობრივ ჩამონათვალს ხომ არ გაგვაცნობდით?

ვიმ გაშლილი ხელი ასწია.

- ჯოჯოხეთურად ლამაზი, მდიდარი, ერთგული, ძლიერი დამცველი და ცოტათი სახიფათო, - თქმასთან ერთად ვი ერთ თითს კეცავდა.

პატჩმა ჩაიცინა.

- ადამიანური მიმზიდველობის დროს პრობლემა ისაა, რომ არასდროს არ იცი ურთიერთსაპასუხოა თუ არა ეს გრძნობა.

- მშვენიერი შენიშვნაა - მოიწონა მწვრთნელმა.

- ადამიანები დაუცველები არიან, - გააგრძელა პატჩმა - რადგან მათ შეგიძლია ატკინო.

ამ სიტყვებზე პატჩმა თავისი მუხლი ჩემსას გაკრა. გავიწიე და ვერ გავბედე საკუთარი თავისთვის მეკითხა რას ნიშნავდა ეს ყველაფერი.

- ადამიანის მიზიდვის სირთულე, - თავი დაიწნია მწვრთნელმა - და სირთულე რეპროდუქციაში ის ფაქტებია, რაც ადამიანს სხვა სახეობებისგან განასხვავებს.

მომეჩვენა, რომ პატჩმა დაიფრუტუნა, მაგრამ არ ვიყავი დარწმუნებული, რადგან ძალიან დაბალი ხმა გამოსცა.

- უძველესი დროიდან - აგრძელებდა მწვრთნელი, - ქალებს ისეთი პარტნიორები იზიდავდნენ, რომლებსაც გადარჩენისთვის შესაფერისი თვისებები ჰქონდათ, მაგალითად ჭკვიანები და ძლიერები ფიზიკურად. ასეთ კაცებს შეეძლოთ სახლში საკვების მიტანა. - აქ თავმომწონედ აწია ცერა თითი - საჭმელი კი არის სიცოცხლე გუნდო.

არავის გაცინებია.

- ზუსტად ასე - ისევ გააგრძელა, - კაცებს იზიდავს სილამაზე, რადგან ის ახალგაზრდობას და ჯანმრთელობას ნიშნავს. ისეთ ავადმყოფ მდედრთან ყოფნას აზრი არააქვს ვისაც შთამომავლობის მოვლა არ შეუძლია.

მწვრთნელმა სათვალე გაისწორა და გადაიხარხარა.

- რა საშინელი შოვინიზმია, - გააპროტესტა ვიმ, - ჯობს ოცდამეერთე საუკუნეში მცხოვრები ქალითვის შესაფერის თვისებებზე გველაპარაკოთ.

- რეპროდუქციას მეცნიერული კუთხით შეხედავთ მისს სქაი, დაინახავთ, რომ ბავშვები არიან - გზა გადარჩენისკენ. რაც უფრო მეტი შვილი გყავთ, მით მეტია თქვენი წილი გენოფონდში.

პრაქტიკულად გავიგონე, თუ როგორ გადაატრიალა ვიმ თვალები.

- როგორც ჩანს დღევანდელ თემას - სექსს ვუახლოვდებით.

- თითქმის, - თქვა მწვრთნელმა საჩვენებელი თითის აწევით. - სექსამდე არის მიზიდულობა, მერე კი სხეულის ენა. პოტენციურ პარტნიორს უსიტყვოდ უნდა უთხრათ < მე დაინტერესებული ვარ >.

მწვრთნელმა ჩემს გვერდით ადგილზე მიუთითა.

- კარგი პატჩ. ვთქვათ წვეულებაზე ხარ. ოთახი ყველა ფორმის და ზომის ქალითაა სავსე. ქერები, წითურები, შავგრემნები, წაბლისფერთმიანები. ზოგი ბევრს ლაპარაკობს, ზოგი მორცხვია. შენ ხედავ ისეთს ვინც შენს გემოვნებას აკმაყოფილებს, - მომხიბლავი, ჭკვიანი, დაუცველი. როგორ გააგებინებ, რომ დაინტერესებული ხარ?

- გამოვყოფ. დაველაპარაკები.

- კარგი. ახლა მთავარი კითხვა - როგორ მიხვდები უნდა თუ არა მას, რომ გააგრძელო?

- შევისწავლი, - უპასუხა პატჩმა - გავარკვევ რას გრძნობს და ფიქრობს. თვითონ არ მომიყვება, ამიტომ ყურადღებით უნდა ვიყო. ბრუნდება თუ არა ის ცემს მხარეს? პასუხობს თუ არა ჩემს გამოხედვას? კბენს თუ არა ტუჩს, ეთამაშება თუ არა თმას, აი როგორც ნორა ახლა.

კლასში ხარხარი აფეთქდა. ხელები კალთაზე დამეცა.

- მზადაა, - მოხაზა პატჩმა და ისევ ჩემს ფეხს შეეხო.

გაწითლებაზე უკეთესი ვერაფერი გავაკეთე.

- გადასარევია, გადასარევი! - მრავალმნიშვნელოვნად გაღიმებულმა თქვა მწვრთნელმა.

- ნორას კანსქვეშ კაპილარები ფართობდება, ტემპერატურა იწევს - განაგრძო პატჩმა - მან იცის, რომ აფასებენ. მოსწონს ყურადღება, მაგრამ არ იცის შემდეგ რა გააკეთოს.

- მე არ ვწითლდები.

- ნერვიულობს, - დაამატა პაჩმა - ხელის გულით მთელს ხელზე გადადის, რათა სახიდან ყურადღება ფიგურაზე გადაიტანოს, შეიძლება კანზეც. ესეც და ისიც იმსახურებს ყურადღებას.

გინაღამ დავიხრჩვი. ხუმრობს, ვუთხარი ჩემს თავს. ნამდვილად შეშლილია. ცხოვრებასი პირველად ვხედავდი გიჟს და შესაფერისადაც ვიქცეოდი - დროის უმეტესი ნაწილი ალბათ პატჩზე ვიყავი მიშტერებული და პირიც ღია მქონდა. თუ ნაცნობობის გაგრძელებასთან დაკავშირებით დაიმე მიდგომები მოფიფიქრე ახლა სხვანაირად უნდა მოვქცეულიყავი.

ხელის გულები მაგიდაზე დავდე და ნიკაპი ავწიე, იმის გამოსახატავად, რომ სიამაყის გრძნობა შემრჩენოდა.

- ეს ბოდვაა.

პატჩმა ხელი გამოსწია და ჩემი სკამის საზურგეს დაადო. საფრთხის შეგრძნება დამეუფლა, რომელიც მხოლოდ მე მემუქრებოდა, თითქოს მისთვის სულერთი იყო სხვები რას ფიქრობდნენ. ყველა იცინოდა, მას კი თითქოს არ ესმოდა და კონცენტრირებული მე მიყურებდა. წამით დავიჯერე თითქოს მან პატარა სამყარო შექმნა, რომელშიც ჩვენს გარდა არავის შეეძლო შემოღწევა.

< დაუცველი > - მხოლოდ ტუჩების მოძრაობით თქვა.

სკამს ფეხები შემოვახვიე და გავიჩოჩე. მისი ხელი საზურგედან ჩამოვარდა. მე დაუცველი არ ვარ.

- აი ეს არის! - გამოაცხადა მწვრთნელმა - ბიოლოგია სახეებში.

- იქნებ აწი სექსზეც ვილაპარაკოთ? - იკითხა ვიმ.

- ხვალ. მეშვიდე თავი წაიკითხეთ და განხილვისთვისაც მზად იქნებით.

ზარმა დარეკა და პატჩმა სკამი გასწია.

- კარგი იყო. როგორმე კიდევ გავიმეოროთ.

და სანამ მე რაიმე < არა , გმადლობთ > -ის მსგავსს მოვიფიქრებდი, პატჩი ჩემ ზურგს უკან გასხლტა და კარებში გაუჩინარდა.

- მწვრთნელის გაგდებაზე პეტიციას დავწერ - შემატყობინა ჩემ მერხთან მოსულმა ვიმ. - ეს რა იყო? კოშმარული პორნო. პრაქტიკულად შენ და პატჩს გაიძულად ამით ლაბორატორიის მაგიდაზე დაკავებულიყავით. ტანსაცმლის გამოკლებით...

მზერით მაშინვე მივაჭედე, რომელიც თავისთავად ამბობდა < შენი აზრით ამის გამეორება მინდა?>

- უპს, - ვიმ უკან გადადგა ნაბიჯი.

- მწვრთნელს უნდა დაველაპარაკო. ათი წუთის შემდეგ შენს კარადასთან შევხვდეთ.

- გასაგებია.

მე მაგიდასთან მჯდომ მწვრთნელს მივუახლოვდი, ის წიგნს კითხულობდა კალათბურთის შესახებ. ყველაფერი ისე გამოიყურებოდა თითქოს ,,კრესტიკი-ნოლიკი’’-ს თამაშს თამაშობდა.

- ეი , ნორა, - თქვა მან, თვალების აწევის გარეშე. - რით დაგეხმარო?

- მინდა გითხრათ, რომ მაგიდის ახალი მეზობლის და გაკვეთილის გეგმის გამო თავს არაკომფორტულად ვგრძნობ.

მწვრთნელი სკამზე გადაწვა ად ხელები თავქვეშ ამოიწყო.

- მე მომწონს ახლა როგორც ზიხართ. ისევე ძლიერ მომწონს, როგორც ახალი სტრატეგია სახელად ,,სახე სახის პირისპირ’’ რომლის განხორციელებასაც შაბათის თამაშზე ვაპირებ.

მე მაგიდაზე სკოლის კოდექსის იმ ნაწილის ასლი დავუდე სადაც მოსწავლის უფლებები ეწერა.

- კანონით, მოსწავლე სკოლის ტერიტორიაზე თავს უსაფრთხოდ უნდა გრძნობდეს.

- თავს საფრთხეში გრძნობ?

- თავს არაკომფორტულად ვგრძნობ. მინდა რაღაც შემოგთავაზოთ, - მწვრთნელმა არ გამაწყვეტინა ამიტომ მეც დარწმუნებულად გავაგრძელე - მე მზად ვარ ბიოლოგიაში ნებისმიერთან ვიმეცადინო, თუ ისევ ჩემს მეგობარ ვისთან დამსვამთ.

- პატჩს რეპეტიტორი არ აწყენდა.

- მაშინ შემოთავაზებას აზრი ეკარგება - კბილებს შორის გამოვცერი.

- ნახე ის დღეს? გარჩევაში მონაწილეობა მიიღო. არადა მთელი წელი სიტყვაც ვერ დავაცდენინე და უცებ შენთან გადმოვსვი - და აი. მისი ნიშანი ბიოლოგიაში აუცილებლად მოიმატებს.

- ვის ნიშანი დაიკლებს.

- ეს მაშინ ხდება, როცა შენი მეზობლისგან სწორი პასუხის გადაწერა აღარ შეგიძლია, - მშრალად გამაწყვეტინა მწვრთნელმა.

- ვის პრობლემა - ნაკლები შრომისმოყვარეობის ქონაა, მას წავამეცადინებ.

- ვერაფრით დაგეხმარები, - საათს შეხედა და დაამატა - შეკრებაზე მაგვიანდება. აქ დავასრულებთ?

მინდოდა ტვინისთვის კოდევ რამე არგუმენტი გამომეძალა, მაგრამ ვერ შევძელი, ჩემმა შემოქმედებითობამ მიმატოვა.

- მოდი რამდენიმე კვირა კიდევ იჯექით ერთად. პატჩთან მეცადინეობაზე გელაპარაკე. ჩავთვლი, რომ ამას გააკეთებ.

მწვრთნელი პასუხს არ დაელოდა. ,,საკუთარი თამაშის’’ მელოდიის სტვენით კლასიდან გავიდა და კორიდორში გაუჩინარდა.

საღამოს შვიდი საათისთვის ცა მელანლისფერი გამხდარიყო, მე პალტო შევიკარი, რომ გავმთბარიყავი. მე და ვი კინოთეატრის პარკირებისკენ მივემართებოდით, სადაც ახლახანს ვუყურეთ ფილმ - ,,მსხვერპლთშეწირვას’’. ჩემი მოვალეობა იყო სკოლის გაზეთში მეწერა რეცენზია გამოსული ფილმების შესახებ. მიზეზი რის გამოც ამ ახალ საშინელებათა ფილმზე შევედით ის იყო, რომ დანარჩენიი ყველა ნანახი გვქონდა.

- ეს, - დაილაპარაკა ვიმ - ყველაზე დარტყმული ფილმი იყო იმატ შორის რაც მინახავს. დღეიდან საშინელებათა ნამიოკიც საკმარისი იქნება რომ ორივე ჩვენგანს მისი ნახვა ავუკრძალო. 

ამაში ვეთანხმებოდი. ისედაც პარანოია მივითარდებოდა, მითუმეტეს იმის მერე რაც გუშინ ღამით ჩემს სახლთან ვიღაც დახეტიალებდა, ახლა კი ფილმს ვუყურე - რომელიც მანიაკების შთაგონების წყაროს წარმოადგენს.

- წარმოიდგინე, - აგრძელებდა ვი. - განვლო მთელი ცხოვრება და წარმოდგენა არ გქონდეს, რომ შენი ცხოვრების მიზანი შენივე მსხვერპლად შეწირვას ემსახურება.

ორივეს დაგვბურძგლა.

- და იმ საკურთხეველს რა ჭირდა? - არ ჩერდებოდა ვი, რომელიც საერთოდ ვერ ამჩნევდა თუ როგორი დიდი სიამოვნებით განვიხილავდი მასთან ერთად ობიანი სოკოს ცხოვრების ციკლს და არა ამ ფილმს. - იმ ცუდმა ტიპმა ქვას რატომ წაუკიდა ცეცხლი, სანამ ქალს მიაბამდა? როცა მისი ხორცის შიშხინის მოსმენა დავიწყე...

- მოკლედ! - თითქმის წამოვიყვირე. - ახლა საით?

- კიდევ მინდა ვთქვა, რომ თუ კაცი ასე ოდესმე მაკოცებს, გული ამერევა. სიტყვა ,,გულისამრევი’’ მიახლოებითაც ვერ აღწერს იმას რაც მის პირში ხდებოდა. ეს ხომ გრიმია? არ შეიძლება ასეთი პირი ვინმეს ქონდეს...ასეთი შხამიანი.

- რეცენზია შუაღამემდე უნდა დავეწრო, - შევაწყვეტინე მე.

- ა, ხო მართალია, ბიბლიოთეკაში წავიდეთ? - ვიმ თავისი იასამნისფერი 1995 წლის <დოჯ ნეონის>კარი გააღო. - იცი? რაღაც თავდარტყმულივით გამოიყურები.

- ფილმის ბრალია.

მგზავრის ადგილზე დავეშვი. ეს ყველაფერი გუშინდელი ღამის ინციდენტის ბრალია ვიღაც ხომ ჩემს ფანჯარაში იყურებდა.

- იმას ვგულისხმობ რომ მარტო დღეს არა. შევამჩნიე რაც, - მოთამაშედ გაიღიმა მან - მეორე დღეა უცნაურად ნერვიულობ ბიოლოგიის გაკვეთილზე.

- ელემენტარულია. ეს ხომ პატჩის გამო ხდება.

ვის თვალებმა კონცენტრირება უკან ხედვის სარკეზე მოახდინეს. მან სარკე შეასწორა, რათა საკუთარი კბილები დაენახა, რომლებზეც ენა გაატარა და ფართოდ გაიღიმა.

- უნდა ვაღიარო, მისი ბნელი მხარე მხიბლავს - არ მინდოდა მეღიარებინა, მაგრამ მეც მიზიდავდა რაღაც ძალა პატჩისკენ ისე, როგორც სხვა არავისკენ არასდროს. ჩვენ შორის რაღაც ბნელი მიზიდულობა იყო. მასთან ერთად ვგრძნობდი, როგორ მივიზიდებოდი სახიფათო საზღვრისკენ და მეგონა, რომ ის ამ საზღვარზე ძალით გადამაბიჯებინებდა.

- შენი სიტყვების შემდებ მინდება რომ... - სიტყვა გამიწყდა. თვითონაც ვცდილობდი გამეგო თუ რა მინდებოდა ასეთი მიზიდულობის გამო პატჩისგან. რაღაც ძალიან ცუდი.

- მითხარი რომ მას სიმპათიურად არ თვლი - თქვა ვიმ - და გპირდები არასდროს არ შევეხები ამ თემას.

მე ხელი რადიოს ჩასართავად წავიღე. ხომ შეიძლება პატჩის ჩვენს გარემოცვაში ვირტუალურად დაპატიჟების გარდა სხვა უფრო სასიამოვნო საქმით დავკავებულიყავით. მე ისიც მყოფნიდა დღეში ერთი საათი მასთან ჯდომა, რომ მიწევდა. ჩემი საღამოების მისთვის დათმობას არ ვაპირებდი.

- აბა... - აინტერესებდა ვი-ს

- შეიძლება არც ისეთი ცუდია, მაგრამ მსგავს საკითხებში მე ცუდი მოსამართლე ვარ.

- რას გულისხმობ?

- ასეთ დროს არ შემიძლია, რომ მის პიროვნულ თვისებებზე არ ვიფიქრო.მას ვერანაირი სილამაზე ვერ უშველის.

- სილამაზე არა. უხეშობა...სექსუალურობა.

თვალები გადავატრიალე.

ვიმ დაასიგნალა, რადგან სხვა მანქანამ გზა მოუჭრა.

- რა ? თანახმა არ ხარ? თუ ცუდი ბიჭები არ ჯდებიან შენ გემოვნებაში?

- გემოვნება არ მაქვს, - ვუპასუხე მე. - ასეთი შეზღუდული არ ვარ.

- ძვირფასო, შენ იმაზე მეტად ხარ შეზღუდული ვიდრე გგონია. შენი მსოფლმხედველობა მწვრთნელის საცდელი მიკროორგანიზმების ტოლია. სკოლაში ალბათ შენი მოსაწონი ბიჭი არ დადის.

- ტყუილია - გავაპროტესტე, მაგრამ მაშინვე დავრწმუნდი ვის სიმართლეში, როგორც კი საკუთარი ხმა ჩამესმა. არასოდეს ვყოფილვარ ვინმეთი სერიოზულად დაინტერესებული. ნეტავ რაშია საქმე? - საქმე ბიჭებში არაა...ის...სიყვარულშია. მე ის ჯერ არ მიპოვნია.

- სიყვარულში არ უნდა იყოს საქმე, - თქვა ვიმ - არამედ გართობაში.

გაკვირვებულმა წარბები ავწიე.

- იმ ბიჭის კოცნა, რომელიც არ მაინტერესებს და საერთოც არც ვიცნობ გართობაა?

- ბიოლოგიას არ უსმენდი? თემა მარტო კოცნას არ ეხებოდა.

- აა - ამოვისუნთქე. - გენოფონდი ჩემს გარეშეც საკმარისად გაფუჭებულია.

- იცი ვინ იქნებოდა კარგი ამ საკითხში ჩემი აზრით?

- კარგი?

- კარგი. - გაიმეორა თაღლითური ღიმილით.

- არ მაინტერესებს.

- შენი პარტნიორი.

- ასე ნუ ეძახი, - ვთხოვე ვის. - სიტყვა <პარტნიორი> რაღაც დადებითთან უნდა ასოცირდებოდეს.

ვიმ მანქანა ბიბლიოთეკის პარკირებაზე დააყენა და ძრავი გამორთო.

- ოდესმე წარმოგიდგენია მას როგორ კოცნი? როგორ ეხები ნაზად და შენი ტუჩებით მისას ეხები?

ვის შეშფოთებული მივაშტერდი იმის იმედით რომ მან ჩემი გამომეტყველების არსი გაიგო.

- და შენ?

ვიმ თავმომწონედ გაიღიმა.

ვცადე წარმომედგინა რას იზამდა პატჩი, თუ ჩვენი ლაპარაკის შინაარსს გააცნობდნენ. მას კარგად არ ვიცნობდი მაგრამ ვიცოდი რომ ვის მიმართ მისი ზიზღისთვის იმ მომენტში ხელის შეხება შეგეძლებოდა.

- შენთვის ის არც თუ ისე კარგია - ვუთხარი მე.

ვიმ ამოიკვნესა.

- ფრთხილად იყავი, ასე შეიძლება ის უფრო მომინდეს.

ბიბლიოთეკის პირველ სართულზე ადგილი დავიკავეთ, ძალიან ახლოს უფროსების ლიტერატურის განყოფილებასთან. მე ნოუთბუქი გავშალე და დავწერე <მსხვერპლთშეწირვა, 2.5 ვარსკვლავი> ალბათ ორნახევარი ძალიან დაბალი იყო ფილმისთვის, მაგრამ ახლა ჩემი თავი ობიექტურად არ იყო განწყობილი.

ვიმ გამომშრალი ვაშლების პაკეტი გახსნა.

- გინდა?

- არა, მადლობა.

ვიმ პაკეტში ჩაიხედა.

-თუ შენ არა ყველას მე შევჭამ და არ მინდა.

ვი ფერადი ხილის დიეტაზე იჯდა. დღეში სამი წითელი ხილი, ორი იასამნისფერი, ერთი მუჭა მწვანე...

მან ერთი ნაჭერი ამოიღო და კარგად შეათვალიერა.

- რა ფერია? - ვკითხე მე

- ვფიქრობ გულისამრევად- მოვაშლ- მომწვანო.

ზუსტად ამ მომენტში ჩვენი მაგიდის კიდეზე მერსი მილერი - კოლდუოტერის სკოლის მხარდამჭერთა გუნდის ისტორიაში ასაკით ყველაზე პატარა მონაწილე ჩამოჯდა. ქერა-მოსტაფილოსფრო თმები ორ ნაწილად დაეწნა და მის სახეს როგორც ყოველთვის საკმაოდ სქელი ტონალურის ფენა ფარავდა. მის სახეზე ჭორფლები მას შემდეგ არ მინახავს, რაც მეშვიდე კლასში < მერაია ქერის > სამყაროს კოსმეტიკას გაუღო კარი. სამი მეოთხედი დუიმი აშორებდა მის კაბას ქვედა საცვლამდე...თუ რათქმაუნდა ეცვა.

- გამარჯობა, ძროხა, - მერსი ვის მიესალმა.

- გამარჯობა, ურჩხულო, - უპასუხა ვიმ.

- დედაჩემი მოდელებს ეძებს შაბათ-კვირისთვის. საათში ათ დოლარს გადაგიხდის, ვიფიქრე დააინტერესებს თქო.

მერსის დედა - აქაური უნივერმაგის <ჯეი სი პენი>-ს მენეჯერია და დასვენების დღეებში მერსი, მხარდამჭერი გუნდის გოგონებთან ერთად ბიკინის უწევენ რეკლამას.

- ვერაფრით იპოვა მოდელი დიდი ზომებით, - აგრძელებდა მერსი.

- კბილებში გაქვს რაღაც - თქვა ვიმ - აი ზედა ორ კბილს შორის შოკოლადის საფაღარათოს გავს...

მარსიმ კბილები გაილოკა და მაგიდიდან ჩამოხტა. როცა გოგონა წავიდა ვიმ პირში ორი თით ჩაიდო იმის მიმანიშნებლად, რომ ახლა გული შეიძლება არეოდა.

- გაუმართლა რომ ბიბლიოთეკაში ვართ, - მითხრა მან - გაუმართლა ბნელ შესახვევში არ შემხვდა. ბოლოჯერ გეკითხები - გინდა?

- სხვა დროს.

ვი გავიდა, რათა ვაშლები გადაეყარა. რამდენიმე წუთში სასიყვარულო რომანით ხელში დაბრუნდა. ყდის ნახებით მითხრა:

- ოდესმე აქ ჩვენ ვიქნებით. ნახევრადშიშველი მეკობრის მკლავებში. ნეტავ როგორია - მზითდამწვარი მტვრიანი ტუჩების ალერსი.

- ბინძური, - ვთქვი მე ბეჭდვაზე კონცენტრირებულმა.

- ო, ბინძური ფიქრების ხსენებაზე, - მისი ხმა მოულოდნელად გამოცოცხლდა. - აი ჩვენი სიმპათიურიც.

მე ბეჭდვა შევწყვიტე და ნოუთბუქის თავს ზემოთ გავიხედე. გულმა დარტყმა გამოტოვა. პატჩი დარბაზის ბოლოს გასასვლელის რიგში იდგა. თითქოს ჩემი მზერა იგრძნო და მობრუნდა. ჩვენი თვალები შეხვდნენ, ერთი, ორი, სამი წამით. მე სხვა მხარეს გავიხედე, მაგრამ მის ღიმილს ვერ გავექეცი.

გულმა ნერვიულად დაიწყო ფეთქვა, თავის ხელში აყვანა ვცადე. ამ გზას ვერ გავყვებოდი, პატჩთან ერთად არა. იქამდე მაინც სანამ ჭკუიდან შევშლილვარ.

- წავიდეთ, - დავუძახე ვის.

ნოუთბუქი გამოვრთე და ბუდეში ჩავდე. წიგნების ჩანთაში ჩატენვისას რამდენიმე გამივარდა.

- ვცდილობ მის ხელებში მოქცეული წიგნის სათაური წავიკითხო, - თქვა ვიმ, - მოიცადე <როგორ უნდა გახდე მანიაკი>

- არაფერი მსგავსი მას არ უჭირავს, - ვუპასუხე, მაგრამ ამაში დარწმუნებული არ ვიყავი. 

- ან ეგ ან <როგორ შევისწავლოთ სექსი ძალდატანების გარეშე>

- ჩშშშშ! 

- დაწყნარდი ვერ გაიგონებს. ბიბლიოთეკარს ელაპარაკება. წასვლას აპირებს.

მის მხარეს გავიხედე და ამაში დავრწმუნდი. მივხვდი თუ ახლა გავიდოდით ალბათ კარებში შევეჩეხებოდით. ასეთ შემთხვევაში მისთვის რაიმეს თქმა მომიწევდა. თავს ვუბრძანე უკან დავმჯდარიყავი სკამზე და ყველლა ჯიბეში რაღაცის ძებნა დავიწყე. ამის გაგრძელებას იქამდე ვაპირებდი სანამ წიგნს არ გამოიწერდა.

- უცნაური არაა ერთდროულად რომ აღმოჩნდით აქ? - მკითხა ვიმ

- და შენ?

- ვფიქრობ გითვალთვალებს.

- მგონი ეს დამთხვევაა, - ვუპასუხე მე, მაგრამ ასე არ ვფიქრობდი. თუ იმ ადგილების სიას შევადგენდი სადაც პატჩი ამ საღამოს შეიძლებოდა ყოფილიყო, ბიბლიოთეკას არც კი ჩავწერდი. ასეულშიც ვერ მოხვდებოდა. რას აკეთებს აქ?

გუშინდელის შემდეგ ეს კითხვა განსაკუთრებით მაწუხებდა. ვის ეს არ ვუთხარი, რადგან ეს მოგონება საბოლოოდ თავს დამანებებდა. წერტილი.

- პატჩ! - ნაწილობრივი ჩურჩულით თეატრალურად წამოიძახა ვიმ. - ნორას უთვალთვალებ?

პირი ხელისგულით დავუხურე.

- შეწყვიტე. სერიოზულად გეუბნები.

მკაცრი სახე მივიღე.

- დავნიძლავდეთ გითვალთვალებს, - თქვა ვიმ და ჩემი ხელი გასწია - და დავნიძლავდეთ, რომ პირვეად არა. ალბათ სასამართლო აკრძალვებიც დაგროვილი ექნება. კარტოთეკაში უნდა შევძვრეთ. მის საქმეში ეს უნდა ეწეროს.

- ჩვენ კარტოთეკაში არ შევძვრებით.

- დივერსიის მოწყობას შევძლებდი. კარგად გამომდის. ვერავინ დაინახავდა როგორ სედიხარ. ორი შპიონივით ვიქნებოდით.

- შპიონები არ ვართ.

- მისი გვარი იცი? - მკითხა ვიმ

- არა

- რამე იცი მასზე? 

- არა. ეს ყველაფერი არ მომწონს.

- კარგი რა, შენ გასაიდუმლოებული ისტორიები ძალიან გიყვარს, აქ კიდევ ზუსტად მსგავსი შემთხვევაა.

- გასაიდუმლოებულ ისტორიებში ყველაფერი გვამის ირგვლივ ხდება. ჩვენ ის არ გვაქვს.

- ჯერ არა! - წამოიყვირა ვიმ.

ფლაკონიდან ორი რკინისშემცველი ტაბლეტი ამოვიღე და გადავყლაპე.

ათის ნახევრისთვის ვიმ <ნეონი> ტავის სახლთან გააჩერა, ძრავი გამორთო და გასაღებები ცხვირთან დამიქნია.

- სახლში არ წამიყვან? - ვკითხე.

ტყუილი სიყვების გადაყრა, ისედაც ვიცოდი რომ მიპასუხებდა.

- იქ ნისლია.

- თითქმის არა.

- ისევ პატჩზე ფიქრობ? არა ნამდვილად მესმის შენი. იმედი მაქვს დღეს დამესიზმრება. ფუ. ნისლი შენს სახლთან ალბათ უფრო ხშირია - აგრძელებდა ვი - ღამე ძალიან მაშინებს ეგ სახლი.

- ოხ მადლობა.

გასაღები გამოვართვი.

- ჩემი ბრალი არაა. დედაშენს უთხარი უფრო ახლოს გადმოსვლა კარგი იდეა იქნებოდა. არსებობს ასეთი კლუბი სახელად <ცივილიზაცია> ვფიქრობ უნდა გაწევრიანდეთ.

- ანუ შენ გუულისხომობ, რომ დილით სკოლაში უნდა წაგიყვანო?

- რვის ნახევარზე და სადილის ფულს მე ვიხდი.

- იმედია გემრიელი იქნება.

- ჩემი მანქანა არ გააბრაზო. - <ნეონ>ს ხელი გადაუსვა - მაგრამ არ გაანებივრო, თორემ იფიქრებს სხვებთან უკეთესიაო.

სახლში დავბრუნებისას თავს პატჩზე ფიქრის უფლება მივეცი. ვი მართალია - იყო მასში რარაც მიმზიდველი და თან საზარელი. რაც მეტს ვფიქრობდი მით ვრწმუნდებოდო რომ მასში რაღაც ვერ იყო წესრიგში. არავინ დაიწყებდა ჩემს თვალთვალს თუ ამისთვის მიზეზი არ ქონდა. 

ნახევარი გზის შემდეგ წვიმის მოსვლამ მთელი ნისლი გადარეცხა, რომელიც გზაზე ეფინა. ცალი ხელით ვცადე ფარების ასანთები ღილაკის მოძებნა.

ქუჩის ფანრებმა დაიციმციმეს და დავასკვენი, რომ ძლიერი შტორმი ახლოვდებოდა. ოკეანესთან სიახლოვის გამო თავსხმა შეიძლებოდა წყალდიდობაში გადაზრდილიყო. გაზს ფეხი უფრო მაგრად დავაჭირე.

ფანრებმა ისევ დაიციმციმეს. კისერში ოდნავი ჩხვლეტა ვიგრძენი. ხელებზე გამაჟრჟოლა. მეექვსე გრძნობამ საფრთხის შესახებ მაუწყა. თავს ვკითხე ხომ არ მითვალლთვალებდნენ. უკანა ხედვის სარკესი ფარების შუქი არ ჩანდა. წინაც არ იყო მანქანა. მარტო ვიყავი. ეს აზრიც არ იყო სასიამოვნო. სიჩქარეს ორმოცდახუთ მილამდე მოვუმატე.

საქარე მინის გამწმენდები ჩავრთე, მაგრამ მაქსიმუმზეც ვერ უმკლავდებოდნენ წვიმას. შუქნიშანზე ყვითელი აინთო. მე გავიხედ გამოვიხედე იყნენ თუ არა მანქანები და გზაჯვარედინზე გავედი.

ჯერ დარტყმის ხმა გავიგონე, შემდეგ კი მუქი სილუეტი დავინახე რომელიც კაპოტს გადააფრინდა. 

ვიყვირე და მძიმედ დავამუხრუჭე. საქარე მინას მთელი ძალით შეასკდა. 

ინსტინქტურად საჭე მარჯვნივ მოვაბრუნე და მანქანა საბარგულის მხრიდან გზაჯვარედინზე დატრიალდა. 

ხელებით საჭეს ჩავფრენოდი და სუნთქვა შეკავებული მქონდა. პედალიდან ფეხი ავიღე და მანქანა გაჩერდა.

ის რამდენიმე ფუტის დაშორებით გადავარდა. სულლ არ გამოიყურებოდა დაზარალებულივით.

შავები ეცვა, რითც ღამეს ეხამებოდა, რაც მისი ამოცნობის საშუალებას არ მაძლევდა. მისი სახე ვერ გავარჩიე, დავინახე რომ სათხილამურო ნიღაბი ეკეთა.

ადგა და ჩვენ შორის დისტანციის შემცირება დაიწყო. მძღოლის მხარეს მდებარე შუშაზე ხელები დაალაგა. ჩვენი თვალები ერთმანეთს ნიღბის ამოჭრილი ნაწილებიდან შეხვდნენ. მის გამოხედვაში ირონია იგრძნობოდა.

მან შუშაზე ხელები უფრო მაგრად დააჭირა და შეარყია. 

მანქანა დავქოქე. ყველაფრის ერთდროულად გაკეთება მომიწია რათა მანქანა დაძრულიყო. ძრავმა დაიღმუვლა და ჩაქრა.

კიდევ ვცადე დაქოქვა, მაგრამ შევამჩნიე რომ მეტალი ჩხარუნებდა ის კარის გამოგლეჯას ცდილობდა.

მე მანქანა ისევ დავქოქე და სპიდომეტრის ისარი წითელ ზონაში გადავიდა. ნიღბიანმა მუშტით შუშა დაამსხვრია და ხელი მხარში ჩამავლო. ვიყვირე, გაზის პედალს მთელი ძალით დავაწექი და ადგილს მოვწყდი. ჩავლებული ხელი წამოერი სირბილის შემდეგ გამიშვა და უკან დარჩა.

ადრენალინს მაქსიმალური სიჩქარით წინ მივყავდი. უკან ხედვის სარკეში გავიხედე და დავრწმუნდი, რომ არავინ მომყვებოდა. სარკე გავწიე. პირი მთელი ძალით მოვკუმე რომ არ მეტირა.

No comments:

Post a Comment