Friday, November 22, 2013

Hush Hush - თავი I

ანგელოზების დუმილი
  ბეკა ფიცპატრიკი

თავი პირველი



კოლდუოტერი, მენის შტატი

ჩვენი დრო 

  ბიოლოგიის კაბინეტში შევედი და პირი დავაღე. დაფაზე გაურკვეველი ხერხით ბარბის და კენის თოჯინები იყო მიკრული. მათი ხელები შეერთებული, ტანსაცმლის გარეშე, რამოდენიმე ხელოვნური ფოთლის გამოკლებით, რომლებიც ტრადიცუილ ადგილებში იყო მიწებებული. მათ თავზე ვარდისფერი ცარცით მიწერილი იყო:

  კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ადამიანის რეპროდუქციის სისტემაში (სექსი)

ჩემს გვერდით მდგარმა ვი სქაიმ თქვა:

- აი რატომაა სკოლაში კამერიანი ტელეფონების ტარება აკრძალული. ინტერნეტ-ჟურნალში გამოქვეყნებული ამისი ფოტოები ნამდვილად იქნება სამინისტროსთვის საბაბი, ბიოლოგიის სკოლებში აკრძალვისთვის. ჩვენც ამ დროს რაიმე სასარგებლოს მოვახმარდით – მაგალითად, ინდივიდუალურ პრაქტიკულ სამუშაოებს სიმპატიურ უფროსკლასელ ბიჭებთან.

- მართლა, ვი? – ვუთხარი მე – შემიძლია დავიფიცო, რომ ამ თემას მთელი სემესტრი ელოდებოდი.

ვიმ წამწამები დაუშვა და გაიღიმა.

- ამ გაკვეთილზე არამგონია ისეთი რამ მასწავლონ რაც უკვე არ ვიცი.

- ვი? თვით პატიოსნება.

- ხმამაღალი ნათქვამია, - მიმანიშნა მან, მაშინვე ზარი დაირეკა და ჩვენს საერთო მერხზე ადგილებს მივუჯექით.

მწვრთნელმა მაკკონახმა მის კისერზე დაკიდებულ სასტვენში ჩაბერა:

- გუნდო, ადგილებზე!

მწვრთნელი მეათეკლასელების სწავლებას ისე უდგებოდა როგორც კალათბურთის გუნდს და ეს ყველამ ვიცოდით.

- თქვენ შეიძლება გგონიათ, რომ სექსი 15 წუთიანი მოგზაურობაა მანქანის უკანა სავარძელზე, თუმცა ეს მეცნიერებაა. მეცნიერება კი – რა არის?

- მოსაწყენია! – იყვირა ვიღაცამ უკანა მერხებიდან.

- ის, რის გამოც საშინელი ნიშნები მაქვს, - დაამატა სხვამ.

მწვრთნელმა თვალი პირველ რიგს გააყოლა და ჩემზე შეჩერდა:

- ნორა?

- რაიმეს გამოკვლევა, - ვუპასუხე მე

ის მოვიდა და ჩემ წინ მერხზე საჩვენებელი თითი დაასო.

_ კიდევ რა?

- ცოდნა, მიღებული ექსპერიმენტებზე და ცდებზე დაფუძნებით.

გადასარევია. ისე ჟღერდა თითქოს ჩვენი სასწავლო წიგნის აუდიოვერსიის ჩაწერას ვაპირებდი.

- შენი სიტყვებით.

ზედა ტუჩს ენისწვერით შევეხე და სინონიმის მოძებნას შევეცადე.

- მეცნნიერება, - არის გამოკვლევა, - ჩემი ნათქვამი კითხვას უფრო გავდა ვიდრე პასუხს.

- კი, მეცნიერება – გამოკვლევაა, - გაიმეორა მწვრთნელმა, ხელების ერთმანეთი გადახლართვით – მეცნიერება ჩვენ შპიონებად გვაქცევს.

  თუ ამ მხრიდან შევხედავდით მეცნიერება მართლა საინტერესოდ გამოჩნდებოდა. მაგრამ მე საკმაოდ დიდი ხანი ვსწავლობდი მწვრთნელთან, რომ ამის იმედი არ მქონოდა.

- კარგი თვალთვალი პრაქტიკას მოითხოვს, - გაარგრძელა მან.

- როგორც სექსი, - გაისმა კიდევ ერთი კომენტარი უკანა მერხებიდან.

  ხითხითი ავტეხეთ, ხოლო მწვრთნელმა კომენტატორს საჩვენებელი თითი გამაფრთხილებლად დაუქნია.

- ამას დგეს შაშინაო დავალებად ნამდვილად არ მოგცემთ, - თქვა და ისევ მე მომიბრუნდა. – ნორა, შენ და ვი წლის დასაწყისიდან ერთად ზიხართ. – მე თავი დავუქნიე, იმ შედეგის არცოდნით რაც შემდეგ უნდა მომხდარიყო. – თქვენ ერთად წერთ სკოლის ჟურნალში. – ისევ თავი დავუქნიე. – შემიძლია დავიფიცო რომ ერთმანეთზე ძალიან ბევრი იცით.

  ვიმ მაგიდის ქვეშიდან ფეხი მომარტყა. მე მივხვდი ამ ქმედებით რისი თქმაც უნდოდა. მწვრთნელს წარმოდგენაც კი არ ჰქონდა რამდენი რამ ვიცოდით ერთმანეთზე. და არ ვგულისხმობ მხოლოდ უბრალო საიდუმლოებებს რომლებსაც გოგოები ერთმანეთს უყვებიან ხოლმე. ვი – ჩემი შემობრუნებული ტყუპისცალია. მას მწვანე თვალები აქვს, ქერა თმები და რამდენიმე ზედმეტი ფუნტი. მე ნაცრისფერი თვალები მაქვს და მუქი იმდენად დახვეული თმები, რომ ნებისმიერი დასასწორებელი უძლურია მათ წინაშე. აი რაც შეეხება ჩემს ფეხებს, ბარის სკამივით გრძელი და სწორი. მე და ვის უჩინარი ძაფი გვაკავშირებს, თითქოს ის ჩვენს დაბადებამდეც არსებობდა. შეგვიძლია დავიფიცოთ რომ ცხოვრების ბოლომდე ეს ძაფი ერთად გვამყოფებს.

- სიმართლე ვთქვა შემიძლია ვიკამათო იმ საკითხზე, რომ ყველა მერხის მეზობლებმა ერთმანეთის შესახებ ძალიან ბევრი რამ იცით. თქვენ ხომ ეს ადგილები შემთხვევით არ აგირჩევიათ? სიახლოვე. კარგი მზვერავები სიახლოვეს გაურბიან. ის აყუჩებს გამოკვლევის ინსტინქტს. ამიტომ დღეს ახალი სქემით გადავჯდებით.

მე პირი გავაღე, რათა გამეპროტესტებინა, მაგრამ ვიმ დამასწრო:

- რა სისულელეა? ახლა აპრილია. ასეთს ვერ მოაწყობთ თითქმის წლის ბოლოა.

მწვრთნელმა მსუბუქად გაიღიმა.

- ამის მოწყობა მე სემესტრის ბოლო დღემდე შემიძლია. იმ შემთხვევაში კი თუ გამოცდას ვერ ჩააბარებ, მომავალ წელსაც მოგიწყობ ასეთ რამეებს.

  ვიმ გაბრაზებულმა შეხედა მას. ეს ვის ცნობილი გამოხედვა გაგაკვირვებდა, როგორ არ ხვნეშოდა ხმამაღლა. მწვრთნელს ამ გამოხედვაზე იმუნიტეტი ქონდა ამიტომ ისევ ჩაბერა სასტვენს და ახსნა დაიწყო.

- ყველა ვინც მარცხნივ ზის, ერთი მერხით წინ გადაინაცვლებს. ისინი ვინც წინა მერხზე ზის, - ხო, შენი ჩათვლით ვი, - უკან გადავლენ.

  ვიმ რვეული ჩანთაში ჩატენა და ელვა შეკრა. მე ტუჩზე ვიკბინე და ხელი დავუქნიე. შემდეგ უკან კლასს გადავხედე. ყველა კლასელის სახელი ვიცოდი.... ერთის გარდა. ახალი კლასელი. მწვრთნელი არასდროს არ იძახებდა და ეტყობა ახალს ეს მდგომარეობა მოსწონდა. ის ჩემს უკანა მერხზე იჯდა და მისი შავი თვალები წინ იყურებოდნენ როგორც ყოველთვის. მე მას ფაქტიურად საერთოდ ვერ ვამჩნევდი ეს დრო. აშკარად რაღაცაზე ფიქრობდა, თუმცა ნამდვილად არ მინდოდა იმის ცოდნა თუ რაზე.

მან წიგნი მაგიდაზე დადო და იმ სკამზე დაეშვა სადაც წუთის წინ ვი იჯდა.

- გამარჯობა. მე ნორა ვარ, - გავუღიმე

  მისმა შავმა თვალები გამჭოლავად შემომხედეს, ტუჩების კუთხეები კი ცოტათი აეწია. გული გამალებით მიცემდა, ამ მომენტში თითქოს წყვდიადში ჩავიძირე. ეს შეგრძნება უცებ გაქრა, მაგრამ მაინც მას მივშტერებოდი. მის ღიმილი ნამდვილად არ გავდა მეგობრულს. ეს ღიმილი უსიამოვნებებს მოასწავებდა.

  მე ყურადღება დაფაზე გადავიტანე საიდანაც ბარბის და კენის ფიგურები გაღიმებული სახეებით იყურებოდნენ.

მწვრთნელმა დაიწყო:

- ადამიანის რეპროდუქცია შეიძლება იყოს დამღლელი...

- ფუუუუ! – აღმოხდა კლასს.

- ...საგანი. ის მოითხოვს გამოცდილ მიდგომას. დარჩენილ დროს ჩვენ დავუთმობთ პრაქტიკას – გაიგეთ რაც შეიძლება ბევრი თქვენს ახალ მერხის მეზობელზე. ხვალ უნდა მოიტანოთ ანგარიში დაწერილი სახით, და დამიჯერეთ რომ მთელი ინფორმაციის უტყუარობას გადავამოწმებ. ეს ბიოლოგიაა და არა ლიტერატურა, ასე რომ არც გაბედოთ რაღაცეების შეთხზვა. მინდა თანამშრომლობა და გუნდური სული დავინახო.

გამოუთქმელი ,, თუ არა და “ ეკიდა ჰაერში.

  გაუნძრევლად ვიჯექი. ბურთი ნამდვილად მის მხარეზე იყო – მე გავუღიმე და აქედან აი რა გამოვიდა. ცხვირი დავანაოჭე და ჰაერი შევისუნთქე, რათა გამეგო რისი სუნი ჰქონდა. სიგარეტების არა, ეს სუნი უფრო მძაფრი იყო.

  სიგარები!!!

  კედლის საათს შევხედე და საათის ისრების მოძრაიბის რიტმში ფანქრით მაგიდაზე დავაკაკუნე. მერხს იდაყვი დავაყრდნე და ნიკაპი მომუჭულ მუშტს დავადე. შემდეგ ღრმად ჩავისუნთქე.

მშვენიერია. ამ დავალებას ნამდვილად ჩავაფლავებ.

  წინ ვიყურებოდი, მაგრამ მისი ხელის მსუბუქი მოძრაობა მესმოდა. რაღაცას წერდა, და მინდოდა გამეგო რას. ის 10 წუთი რაც მერხთან გავატარეთ ნამდვილად ვერ მისცემდა შესაძლებლობას ჩემზე დასკვნები გამოეტანა. მის ფურცელს დავხედე და დავინახე რომ რამდენიმე ხაზი უკვე დაწერილი ქონდა და წერას აგრძელებდა.

- რას წერ? – ვკითხე

- ო და ის ინგლისურადაც ლაპარაკობს, - თქვა მან ამ სიტყვების ჩაწერით. მისი ხელის მოძრაობა ერთდროულად ზანტიც იყო და სწრაფიც.

მე მისკენ დავიხარე იმდენად, რამდენადაც გავბედე, წაკითხვის ცდით, ნეტავ კიდე რა დაწერა ჩემზე, მაგრამ მან ფურცელი ორად გაკეცა და ნაწერი დაფარა.

- რა დაწერე? – არ დავნებდი.

  მან ჩემი სუფთა ფურცელი აიღო, დაგორგლვით დაკუჭა და სანამ გაპროტესტებას მოვასწრებდი, მანამდე ისროლა მწვრთნელის მაგიდის უკან მდგარ ნაგვის ურნაში. ზუსტად მოახვედრა, მე ურნას ვუყურებდი და გაკვირვებასა და გაცოფებას შორის ვიხლიჩებოდი. შემდეგ კი რვეული სუფთა ფურცელზე გადავშალე.

- რა გქვია? – ვკითხე და საწერად მოვემზადე.

მზერა ზუსტად დროზე ავწიე და მოვასწარი მისი ბნელი ხითხითი შემემჩნია. ეს უფრო მაიძულებდა მისგან რაიმე მაინც გამომეგლიჯა.

- შენ გქვია? – გავიმეორე, დაიმედებულმა რომ მხოლოდ მე მომეჩვენა როგორი კანკალითაც ვთქვი.

- პატჩი დამიძახე. სერიოზულად. ასე დამიძახე.

მან თვალები დაახამხამა წარმოთქმის დროს, ასე რომ სრულიად დარწმუნებული ვარ რომ დამცინოდა.

- რითი ხარ დაკავებული თავისუფალ დროს? – ვკითხე მე.

- თავისუფალი დრო არ მაქვს.

- ამ დავალებაში ქულებს დაგვიწერენ ასე რომ გთხოვ თავაზიანობა გამოიჩინე.

ის სკამის ზურგს მიეყუდა და ხელები თავქვეშ ამოიდო.

- რომელი თავაზიანობა?

პროვოცირებას მიკეთებდა, სასოწარკვეთილი ვეძებდი თემის შეცვლის შესაძლებლობას.

- თავისუფალ დროს, - დაფიქრებულმა გაიმეორა, - კადრებს ვაგროვებ.

რვეულში დიდი ასოებით ჩავწერე < ფოტოსურათები >

- არ დამიმთავრებია, - თქვა მან, - მაგალითად, ძალიან საინტერესო ეგზემპლარი – სკოლის ჟურნალის ავტორი, რომელიც მხარს უჭერს იმას რომ ჭეშმარიტება – ნატურალურ საკვებშია, საიდუმლოდ წერს ლექსებს და ვერ წყვეტს რომელი აირჩიოს სტენფორდს და იელს შორის და კიდე... აი იმას ჰ-ზე რომ იწყება რა ქვია?

თვალებში ვუყურებდი გაოცებული, ზუსტად მოარტყა. ეს ნამდვილად არ გავდა მიხვედრას. მან იცოდა. და ახლავე მინდოდა გამეგო საიდან.

- საბოლოოდ კი ვერცერთში ვერ ხვდები.

- რატომ? – ვკითხე ისე რომ ვერ მოვასწარი დაფიქრება.

  მან ჩემი სკამის საზურგეს ხელი მოკიდა და თავისთან ახლოს მიმწია. არ გადამიწყვეტია შიში დამენახებინა და გავქცეულიყავი თუ უმექმედობით დავკავებულიყავი. ეს უკანასკნელი ავირჩიე.

- შენ ნებისმიერში კი შეძლებდი წარმატების მოპოვებას, მაგრამ უარყოფდი მათ, იმის გამო რომ ეს მხოლოდ ცხოვრებისეული მიღწევების შტამპია. პრინციპულობა კი - შენი მესამე ყველაზე დიდი სისუსტეა.

- მეორე სისუსტე? – ჩუმი განრისხებით ვკითხე.

ვინ არის საერთოდ? ეს რა უკბილო ხუმრობაა?

- შენ ნდობა არ გეხერხება. არა ასე არა. შენ ენდობი, მაგრამ არასაჭირო ხალხს.

- და პირველი?

- შენ ცხოვრებას მოკლე დისტანციაზე იჭერ.

- ეს რაღას ნიშნავს?

- გეშინია ყველაფრის რასაც ვერ აკონტრილებ.

  უცებ კლასში თითქოს აცივდა და თმა ყალყზე დამიდგა. სხვა შემთხვევაში მწვრთნელს ვთხოვდი გადავესვი, ახლა კი ვერ მივცემდი პატჩს უფლებას ეფიქრა, რომ შემაშინა. თავდაცვის ინსტინქტი გამიძლიერდა, მასზე ადრე არ დავნებდებოდი.

- შიშველს გძინავს? – მკითხა მან.

მოულოდნელობისგან ყბა კინაღამ მომძვრა, მაგრამ დროზე დავაკავე.

- აი არამგონია ეს შენ გითხრა.

- ფსიქიატრთან ოდესმე ყოფილხარ?

- არა, - ვიცრუე

  სინამდვილეში სკოლის ფსიქოლოგთან – ექიმ ჰენდრიქსონთან კონსულტაციებზე დავდიოდი. ჩემი არჩევანი არ იყო, ასე რომ ამაზე ლაპარაკის სურვილი არ მქონდა.

- კანონი დაგირღვევია?

- არა. – დრო და დრო სიჩქარის გადაჭარბება არე ითვლება. მისთვის არა – რამე ნორმალურს რატომ არ მეკითხები? მაგალითად... რა მუსიკას ვუსმენ?

- იმას არ გკითხავ, რისი გამოცნობა თვითონაც შემიძლია.

- შენ არ იცი მე რა მუსიკას ვუსმენ.

- ბაროკკო. ყველაფერი მოწესრიგებული და კონტროლის ქვეშ გყავს აყვანილი. დავნაძლევდეთ ალბათ ჩელოზეც უკრავ? – ისე დაამატა თითოს ეს ვარაუდი ჰაერში იყი გამოკიდებული.

- არა, - ისევ ვიცრუე, მაგრამ ახლა დამბურძგლა.

ვინ არის ბოლოს და ბოლოს? საიდან იცის ჩელოზე რომ ვუკრავ? კიდევ რა იცის?

- ეს რა არის? – პატჩმა ჩემს მაჯაზე მანიშნა.

ინსტინქტურად ხელი გავწიე.

- თანდაყოლილი ლაქა.

- შრამს უფრო გავს. თავის მოკვლას ცდილობდი ნორა? – ჩვენი თვალები ერთმანეთს შეხვდა, მისი დაცინვა ვიგრძენი. – მშობლები დაქორწინებული არიან თუ გაშორდნენ?

- დედასთან ვცხოვრობ.

- და მამა სადაა?

- წინა წელს გარდაიცვალა.

- როგორ მოკვდა?

გამაჟრჟოლა.

- ის...მოკლეს. ბოდიში მაგრამ ეს პირადულია.

სიჩუმე დადგა. პატჩის გამომეწყველება ცოტათი შემსუბუქდა.

- ალბათ ეს ძალიან მძიმეა, - მისი ხმა გულწრფელად ჟღერდა.

როცა ზარი დაირეკა, პატჩი გასასვლელისკენ წავიდა.

- მოიცა, - დავუძახე.ის არ მობრუნდა. – მისმინე! – უკვე კარში უნდა გასულიყო. – პატჩ! შენზე ვერაფერი შევიტყვე.

  შემობრუნდა და ახლოს მოვიდა. ჩემი ხელისგული აიღო და მასზე რაღაც დაწერა, მანამ სანამ ხელს წავართმევდი.

  შვიდ წითელი კალმით დაწერილ ციფრს შევხედე და მუშტი შევკარი. მინდოდა მეთქვა რომ მისი ტელეფონი დღეს ნამდვილად არ დარეკავდა. მინდოდა დამედანაშაულებინა იმაში, რომ მთელი დრო ჩემთვის კითხვების დასმაზე დახარჯა. იმდენი რამის თქმა მინდოდა მაგრამ ისე ვიდექი თითქოს პირის გაღებაც არ ვიცოდი. ბოლოს ამოვთქვი:

- დღეს დაკავებული ვარ.

- მეც, - დამცინავად თქვა და გაქრა.

  მე ადგილზე მიწებებულივით ვიდექი და ვხარშავდი ყველაფერს რაც ახლა მოხდა. ნუთუ ეს დრო სულ ჩემთვის კითხვების დასმაზე დახარჯა, სპეციალურად? იმისთვის რომ დაბალი ნიშანი ამეღო? ნუთუ გონია რომ ერთი სწრაფი გაღიმება ამართლებს? კი, გავიფიქრე მე. მასაც ასე ეგონა.

- არ დაგირეკავ! – დავუყვირე – არავითარ შემთხვევაში!

- სტატია დაამთავრე ხვალინდელი ჟურნალისთვის? – მკითხა ვიმ. გვერდზე დამიდგა, როგორც ყოველთვის თავის ბლოკნოტში რაღაცის ჩაწერით. – ვფიქრობ მერხის უსამართლო დავალებებზე ხომ არ დაგვეწერა? გოგოსთან მომიწია ჯდომა, რომელმაც ახლახანს დაამთავრა ტილებისგან მკურნალობის კურსი.

- ჩემი ახალი მეზობელი, - მისი სიტყვების გამოტოვებით კორიდორში მიმავალი პატჩის ზურგზე მივანიშნე.

   მას გამაღიზიანებლად საკუთარ თავში დარწმუნებული სიარულის მანერა ჰქონდა, რომელსაც როგორც წესი ზოლებიანი ზედა და კოვბოური ქუდი უხდება. პატჩი არც ერთს ატარებდა და არც მეორეს. მოხდენილი შავი ჯინსები, შავი ზედა, შავი ფეხსაცმელი.

- ჩარჩენილია? ალბათ პირველად არც ისე კარგად სწავლობდა. ალბათ მეორე ჯერზეც ისე ისწავლის – მრავალმნიშვნელოვნად შემომხედა – ღმერთი სამობითაა.

- მაშინებს. იცის რა მუსიკას ვუსმენ. მინიშნების გარეშე თქვა <ბაროკკო> - წარუმატებლად ვცადე მისი დაბალი ტონის მიბაძვა.

- გაუმართლა?

- სხვა რაღაცეებიც იცოდა.

- მაგალითად?

ჩამოვისუნთქე. მან ის იცოდა რისი განხილვაც ჩემთვის არ იყო კომფორტული.

- როგორ გამოვეყვანე მდგომარეობიდან, - ვუპასუხე,- მწვრთნელს ვეტყვი გადაგვსვას.

- მიდი . მე კიდევ ამაზე სტატიას დავწერ < მეათეკლასელი არ ნებდება > ან < მასწავლებლების დესპოტურობა საპასუხო დარტყმას იღებს > . აი ეს მომწონს.

  დღის ბოლოს აღმოჩნდა რომ საპასუხო დარტყმა მე მივიღე. მწვრთნელმა მოთხოვნაზე უარი მითხრა. როგორც ჩანს პატჩთან გავიჭედე.

ჯერჯერობით.


No comments:

Post a Comment