Saturday, May 3, 2014

Hush Hush - IV თავი





თავი მეოთხე

ჰოტორნ ლეინს დიდი სიჩქარით გავუარე, ჩემს სახლსაც გავცდი, ბიჩის მხარეს მოვაბრუნე მანქანა და ისევ კოლდუოტერის ცენტრისკენ გავემგზავრე. ვის ნომერი სწრაფად ავკრიფე ტელეფონზე:

- რაღაც მოხდა...მე...ის...ეს...არსაიდან...<ნეონი>

- ხმა იკარგება. რა მოხდა?

ცხვირი ხელისგულით მოვიწმინდე. მთლიანად ვკანკალებდი.

- ის არსაიდან გამოჩნდა.

- ვინ?

- ის - ვცდილობდი ძალა მომეკრიბა, რათა გარკვეულად მეთქვა - ის მანქანის წინ გადმოხტა!

- ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! ირემი გაიტანე? კარგად ხარ? რა დაემართა საწყალ ბემბის? - ამ გამოცხადების შემდეგ, თითქმის ატირებულმა თქვა: - <ნეონი>?

სათქმელად პირი გავაღე, მაგრამ ვიმ გამაწყვეტნა:

- დაივიწყე. დაზღვევა მაქვს. არ მითხრა რომ ჩემს მანქანაზე ირმის ნაფლეთებია...ხომ არანაირი ნაფლეთები არ არის?

რა უნდა მეპასუხა არ ვიცოდი. ჩემი ფიქრები ძალიან შორს იყვნენ. ირემი, იქნებ უკეთესია ვთქვა ირემს დავარტყი თქო...მისგან არაფრის დამალვა არ მინდოდა, მაგრამ არ მინდოდა გიჟს ვმგვანებოდი. ადამიანს დავარტყი, რომელმაც შემდეგ მანქანის კარის გამოგლეჯა სცადა - ეს როგორ უნდა ამეხსნა? საყელო გადავიწიე, რათა მხარზე რაიმე კვალი მენახა მისი შეხების შემდეგ, მაგრამ იქ არაფერი აღმოჩნდა...

თავი ხელში ავიყვანე. ვაპირებდი კი ყველაფრის უარყოფას რაც მოხდა? ეს ხომ მართლა დავინახე. ეს წარმოსახვის თამაში არ ყოფილა.

- ეშმაკმა დალახვროს, - ყვიროდა ვი. - არ მიპასუხე. ირემი ბამპერშია გაჭედილი არა? ექსკავატორის ნიჩაბივით კიდია ხომ?

- შეიძლება ღამე შენთან გავათენო?

ქუჩის სიბბნელეს მალე მინდოდა მოვშორებოდი. ჰაერის ღრმად ჩასუნთქვასთან ერთად მივხვდი, რომ ვისთან გამგზავრების შემთხვევაში იმ გზაჯვარედინს ისევ გავივლიდი.

- ჩემთან ვარ, - მიპასუხა ვიმ. - ჩქარა მოდი, მალე გნახავ.

საჭეს ჩავაფრინდი და <ნეონი> წვიმაში გავატარე იმის იმედით, რომ გოტორნის შუქნიშანზე მწვანე ენთო. ასეც მოხდა. გზაჯვარედინი გავიფრინე ისე, რომ მხოლოდ წინ ვიყურებოდი პარალელურად გზის განაპირა ჩრდილებს ვაკვირდებოდი, თუმცა სათხილამურო ნიღაბიანის კვალიც არ ჩანდა.

ათ წუთში უკვე ვის ეხოში ვაყენებდი მანქანას. მანქანის კარი ძლიერ იყო დაზიანებული და მომიწია ფეხი მეკრა მისთვის, რათა მანქანიდან გადმოვსულიყავი. მე კარებისკენ გავიქეცი, შიგნით შევფრინდი და კიბეებზე ჩავიფრინე.

ვი ფეხებგადაჯვარედინებული იჯდა, მუხლებზე ნოუთბუქი ედო, ხოლო ყურებში აიპოდის ყურსასმენები ეკეთა მაღალ ხმაზე ჩართული.

- იმ საშინელებას დღესვე შევხედო თუ შვიდი საათით დავიძინო ჯერ? - ცდილობდა მუსიკაზე ხმამაღლა ელაპარაკა.

- მეორე ვარიანტს გირჩევ.

ვიმ ნოუთბუქი დახურა და ყურსასმენები გამოიღო.

- მოდი დღესვე მოვუღოთ ამას ბოლო.

როცა გარეთ გავედით, <ნეონს> დიდი ხანი ვუყურებდი. დამბურძგლა, მაგრამ არა სიცივის გამო. მანქანის კარიც მთელი იყო და ფანჯარაც.

- რაღაც არ არის რიგზე - ვთქვი მე

მაგრამ ვი არ მისმენდა, ის მანქანის ყოველი სანტიმეტრის შესწავლით იყო დაკავებული.

მივუახლოვდი და მძღოლის ადგილის მხარეს მდებარე მინას შევეხე. მინა მთელია. თვალები დავხუჭე. არა აშკარად მთელი იყო.

მანქანის უკანა ნაწილი შევათვალიერე და პრაქტიკულად წრე დავარტყი მას, როცა რაღაც შევნიშნე.

საქარე მინაზე თხელი ბზარი იყო.

მე და ვიმ ბზარი პრაქტიკულად ერთად შევნიშნეთ.

- დარწმუნებული ხარ რომ ციყვი არ ყოფილა?

ნიღბის ქვეშ მდებარე მკვლელი გამოხედვა გამახსენდა. ისეთი შავი თვალები ჰქონდა. ისეთი, როგორც...პატჩს.

- შემომხედე, ბედნიერებისგან ვტირი, - თქვა ვიმ, მანქანის კაპოტზე გადაიშალა და მანქანას ჩაეხუტა. - პაწაწინა ბზარი და მეტი არაფერი!

გავიღიმე, მაგრამ მშვიდად არ ვიყავი. ხუთი წუთის წინ შუშა დამსხვრეული იყო, ხოლო კარი დაღეჭყილი. ახლა ეს ყველაფერი შეუძლებელი ჩანდა. გიჟური. მე დავინახე როგორ დაამსხვრია მინა მუშტით. ვგრძნობდი, როგორ დაიჭირეს მისმა თითებმა ჩემი მხარი.

თუ არა?

რაც უფრო მეტად ვცდილობდი ავარია გამეხსენებინა, მით უფრო მიჭირდა ამის გაკეთება. ჩემს მეხსიერებაში მხოლოდ მოგონების ნაფლეთები დარჩენილიყო. მაღალი იყო? დაბალი? სუსტი? მსუქანი? რამეს ამბობდა? ვერ ვიხსენებდი და ეს მაშინებდა.

მეორე დილით მე და ვი რვის თხუთმეტ წუთზე გამოვედით სახლიდან და <ენზოშო> გავიარეთ, რათა საუზმისთვის მიგვესწრო ახალი რძით. ფაიფურის ჭიქით ხელში ვცდილობდი შინაგანი სიცივე გამელღო. ვის ტანსაცმლიდან მაისური ვითხოვე, ცოტა შევიღებე, მაგრამ არც ესმოდა რას ვაკეთებდი.

- არ შებრუნდე, - თქვა ვიმ.- მაგრამ მისტერ მწვანე სვიტრი ჩვენ მხარეს იყურება. შენს ფეხებს აფასებს ჯინსებს ქვეშ, ო...ამწამს მოგვესალმა, არ ვხუმრობ! სამხედრო მისალმებით ორი თითი შუბლთან მიიტანა. რა საყვარელია.

მე არ ვუსმენდი. გუშინ მომხდარი ისევ და ისევ გადიოდა ჩემს თავში დაძინების ყველა ცდის ჩაშლით. ჩემი გონება ძაფების გროვასავით ირეოდაა. თვალები მშრალი და გაღიზიანებული მქონდა, რის გამოც კონცენტრირებას ვერაფერზე ვახდენდი.

- მისტერ მწვანე სვიტრი საკმაოდ მოხდენილად გამოიყურება, თუმცა მისი მეგობარი ძალიან ცუდ ბიჭს გავს. - აგრძელებდა ვი - გასაგებ სიგნალს აგზავნის < ჩემთან საქმის დაჭერა არ ღირს > მიდი გახედე დრაკულის ნამდვილ შთამომავალს. არ ვაჭარბებ.

თვალები ისე ავწიე, რათა კარგად შემეთვალიერებინა, მაგრამ თვითონ შეუმჩნეველი ვყოფილიყავი. მაშინვე შევნიშნე თანაბარი ლამაზი სახე. ქერა თმები მხრებს ეხებოდნენ. ხრომისფერი თვალები ქონდა. გაუპარსავი. იდეალურად იყო შემოსილი თავის ძვირ ჯინსებსა და მწვანე სვიტრზე ჩაცმულ შეკვეთით შეკერილ ქურთუკში.

- აჭარბებ - ვთქვი მე.

- რა ამბობ...მის თვალებს ვერ ხედავ? შუბლს? სხეულს? ის ჩემთვისაც კი ძალიან მაღალია.

ვის სიმაღლე თითქმის ექვსი ფუტია, თუმცა ქუსლებზე გიჟდება. მაღალ ქუსლებზე. პრინციპულად არც თავისზე დაბალ ბიჭებს ხვდება.

- რა გჭირს? - მკითხა ვიმ, - არც ლაპარაკობ. ეს ხომ იმ ბზარის ბრალი არაა არა? ნუ ცხოველს დაეჯახე, მაგრამ ეს ნებისმიერს შეიძლებოდა დამართოდა. თუ დედაშენი იმ უდაბნოდან გადასვლას გადაწყვეტს ასეთი რამ აღარ განმეორდება.

ვაპირებდი ვისთვის სიმართლე მომეყოლა, მაგრამ არა ახლა. ახლა დრო მინდოდა დეტალების აღსადგენად. პრობლემა იმაში მდგომარეობდა, რომ არ ვიცოდი ეს როგორ გამეკეთებინა. ის რაც მახსოვდა საუკეთესო შემთხვევაში მხოლოდ ნაწყვეტი იყო. თითქოს ჩემი მეხსიერების ფურცლებზე ვიღაცამ საშლელით გაიარა. იმ დროში დაბრუბებისას მახსოვდა ძლიერი წვიმა, რომელიც <ნეონის> მინას ურტყამდა, ირგვლივ კი ყველაფერს რეცხავდა. იქნებ მართლა ირემს დავეჯახე?

- მმმ შეხედე! - ჩუმად დაილაპარაკა ვიმ - მისტერ მწვანე სვიტრი სკამიდან დგება. მისი სხეულიდან გამომდინარე ეტყობა კარგად იცის რა არის სპორტული დარბაზი. აშკარაა, რომ ჩვენ მხარეს მოდის. მისი თვალები სამფლობელოებს აფასებენ. შენს სამფლობელოებს.

რამდენიმე წამში დაბალი და სასიამოვნო <გამარჯობა!> გავიგეთ.

მე და ვიმ ერთდროულად ავწიეთ თავები. მისტერ მწვანე სვიტრი ჩვენს მაგიდასთან იდგა, ცერა თითები შარვლის წინა ჯიბეებში ჩაეყო. თცალები ცისფერი ჰქონდა, ხოლო აჩეჩილი თმები შუბლზე ეცემოდნენ.

- შენც გამარჯობა, - მიესალმა ვი - მე - ვი ვარ. ეს - ნორა გრეია.

ვის უკმაყოფილო მზერით გავხედე. არ მომეწონა, რომ გვარით მომმართა ეს იმ წესებს არღვევდა დაქალებს შორის, რომელიც ბიჭის გაცნობის წესებს ეხებოდა. სულერთის მოძრაობა გავაკეტე და ჭიქა ტუჩებთან მივიტანე, შედეგად ენა დავიწვი.

ბიჭმა მეზობელი მაგიდის გვერდით მდგარი სკამი აიღო, ჩვენ მაგიდასთან მოწია და ზედ დაჯდა, ისე რომ მის სკამის ზურგს ხელები დაალაგა. ხელი გამომიწოდა და თქვა:

- მე ელიოტ სანდერსი ვარ.

- ხელი ჩამოვართვი ისე რომ თავს კონფერენცაზე ვგრძნობდი.

- ეს ჟიულია, - დაამატა მან და თავისი მეგობრის მხარეს ნიკაპით მიგვანიშნა, რომელიც ვიმ კარგად ვერ შეაფასა <არც ისე მაღალის> თქმისას.

ჟიული ვის გვერდით დაეშვა სკამზე, რომელიც სათამაშო ჩანდა მის სიმაღლესთან შედარებით.

- მგონი შენ ყველაზე მაღალი ბიჭი ხარ რომელიც კი ოდესმე მინახავს. სერიოზულად. რა სიმაღლის ხარ?

- ექვსი ფუტი და ათი დუიმი, - თქვა ხელებგადაჯვარედინებულმა ჟიულმა უკმაყოფილოდ.

- ელიოტმა ჩაახველა.

- გოგოებო, შეიძლება თქვენთვის რამე შევუკვეთო?

- არა მადლობა - ჭიქის აწევით ვთქვი - უკვე შევუკვეთე.

ვიმ მაგიდის ქვეშ ფეხი მომარტყა.

- მას ვანილის კრემიანი ღვეზელი უნდა. იყოს ორი ცალი.

- ნახვამდის დიეტა? ჰა? - ვკითხე ვის.

- ძალიან სასახილოა! ვანილი ეს არის ხილი. ყავისფერი ხილი.

- ის მარცვლეულია.

- ზუსტად?

- არა, ზუსტად არა.

ჟიულმა თვალები დახუჭა და ცხვირი მოიფხანა. ეტყობა აქ ყოფნა ისე არ უხაროდა, როგორც მე მათი.

როცა ელიოტი შეკვეთის მისაცემად მაგიდას მოშორდა, მას მზერა მივაყოლე. უფროსკლასელი იყო, მაგრამ სკოლაში ის არ მინახავს. აუცილებლად დამამახსოვრდებოდა. მიმზიდველი და საყვარელი იყო, ასეთები კი შეუმჩნეველები არ რჩებიან. ასეთ მდგომარეობაში, რომ არ ვყოფილიყავი ალბათ მისი გაცნობა მომინდებოდა. მეგობრებად გახდომა ან მეტიც.

- ახლოს ცხოვრობ? - კითხა ვიმ ჟიულს.

- აჰა.

- სკოლაში დადიხარ?

- ხო, კინგჰორნში. - მის ხმაში ოდნავი სიამაყე გაერია.

- არასდროს მსმენია.

- კერძო სკოლაა პორტლენდში. ცხრაზე ვიწყებთ.

მან სახელო ასწია და საათზე დაიხედა.

ვიმ თითი რძის ქაფში ჩაყო და ალოკა.

- ძვირიანია?

ჭიულმა პირველად შეხედა ვის. მისი თვალები დამრგვალდნენ.

- მდიდარი ხარ? დარწმუნებული ვარ კი, - აგრძელებდა ვი.

ჟიული ისე უყურებდა ვის თითქოს მას ცოტა ხნის წინ ბიჭის შუბლზე კოღო მოეკლას. მან თავისი სკამი ჩვენგან მოშორებით გასწია და ცოტა მოგვშორდა.

ელიოტი ღვეზელებით სავსე ყუთით დაბრუნდა.

- ორი ვანილიანი ქალბატონებისთვის, - ყუთი გამომიწოდა. - და ოთხი ცალი კრემით ჩემთვის. ჯობს ახლა ვჭამო. ვინ იცის რა ხდება კოლდუოტერის სასადილოში.

ვი კინაღამ რძის მოსმისას დაიხრჩო.

- კოლდუოტერში სწავლობ?

- დღეიდან - კი. ცოტახნის წინ გადმოვედი კინგჰორნიდან,

- მე და ნორაც იქ ვსწავლობთ - თქვა ვიმ. - იმედი მაქვს იცი როგორ გაგიმართლა. ყველაფერი რაც გჭირდება და ვინც უნდა დაპატიჟო საგაზაფხულო წვეულებაზე ჩვენგან შეგიძლია გაიგო. მე და ნორას პარტნიორები ჯერ არ გვყავს.

გადავწყვიტე, რომ წასვლის დრო იყო. ვხედავდი, რომ ჟიულმა მოიწყინა და ნერვიულობდა. მისი კომპანია ჩემს ხასიათსაც არ ეხმარებოდა არაფერში. მე მნიშვნელოვნად დავხედე მობილურის საათს.

- ვი, მგონი სკოლაში წასვლის დროა. ბიოლოგიის ტესტისთვის უნდა მოვემზადო.ელიოტ, ჟიულ, სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა. - ვთქვი მე.

- ჩვენი ბიოლოგიის ტესტი პარასკევსაა. - მიპასუხა ვიმ.

შინაგანად ავფეთქდი, თუმცა კბილებს შორის გავიღიმე.

- ხო. მაგრამ მე ინგლისურის ტესტი ვიგულისხმე. ჯეფრი ჩოსერის ნამუშევრებზე.

ყველასთვის გასაგები იყო, რომ ვცრუობდი.

სადღაც გულის სიღრმეში საკუთარ თავზე ვბრაზდებოდი ამ უხეშობისთვის. მითუმეტეს ელიოტს არაფერი გაუკეთებია ისეთი, რომ ეს დაემსახურებინა. თუმცა მე აქ ჯდომა აღარ შემეძლო. ყურადღების გადატანა რამე ისეთზე მინდოდა, რაც გუშინდელს დამავიწყებდა. ბოლოს და ბოლოს მოკლე მეხსიერება არც თუ ისე ცუდი რამაა. რაც მალე დავივიწყებ ამ კოშმარს, მით მალე დავუბრუნდებრუნდები ჩვეულ ცხოვრების რიტმს.

- იმედი მაქვს შენი პირველი დღე ჩვენს სკოლაში წარმატებული იქნება. იქნებ შევხვდეთ კიდეც ერთმანეთს სადილზე. - მივმართე ელიოტს.

მერე ვის წავავლე ხელი და გარეთ გავათრიე.

გაკვეთილები პრაქტიკულად დამთავრდა და მხოლოდ ბიოლოგია დარჩა. მცირე გაჩერება ჩემს კარადასთან გავაკეთე, სადაც დავტოვე და ავიღე საჭირო წიგნები, შემდეგ კლასში შევედი. მე და ვი პატჩზე ადრე მივედით. დაქალი პატჩის სკამზე დაჯდა და დარიჩინიანი ტკბილეულით სავსე შეკვრა გამომიწოდა.

- წითელი ხილის დროა.

- მოდი გამოვიცნო. დარიჩინი ხილია? - მე ყუთი გავწიე.

- არც გისადილია, - გამკიხველად მითხრა ვიმ.

- არ მშია.

- მატყუარავ. შენ სულ გშია. ყველაფერი პატჩის გამოა? იმედი მაქვს არ ფიქრობ რომ მართლა გითვალთვალებს. გუშინ საღამოს ბიბლიოთეკაში უბრალოდ ვიხუმრე.

საფეთქებელი დავიზილე. სულელურმა ტკივილმა იფეთქა ჩემს თავში პატჩის ხსენებაზე.

- პატჩი - ჩემი უკანასკნელი საზრუნავია ყველა საზრუნავს შორის - ვთქვი მე.

ეს მთლად სიმართლე არ იყო.

- შეიძლება დავჯდე თუ წინააღმდეგი არ ხარ?

მე და ვი პატჩის ხმაზე სინქრონულად მოვბრუნდით.

საკმაოდ თავაზიანი თანდა, მაგრამ ვის თვალს არ აშორებდა. ამ უკანასკნელმა ზურგჩანთა მხარზე მოიკიდა და ადგა. ეტყობა ძალიან ნელა მიდიოდა, რადგან პატჩმა გასასვლელი გზა აჩვენა ხელით, რათა ადგილი გაენთავისუფლებინა.

- შესანიშნავად გამოიყურები, როგორც ყოველთვის, - მითხრა მან და დაჯდა. სკამზე გადაეყიდა და ფეხები გამართა. სულ ვიცოდი მაღალი რომ იყო,მაგრამ ამას დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებდი. ახლა მისი ფეხების სიგძეს ვუყურებდი და ვიფიქრე, რომ ალბათ სადღაც ექვსი ფუტი იქნებოდა. შეიძლება მეტიც.

- მადლობა - დაუფიქრებლად ვუპასუხე.

მაშინვე ვინანე. <მადლობა> ყველაზე უარესი პასუხი იყო. არ იყო საჭირო პატჩს ეფიქრა, რომ მისი კომპლიმენტები მომწონს. ისინი მე არ მომწონდა...უმეტეს შემთხვევაში.ბევრი ფიქრი არ ჭირდება იმას, რომ მისგან მხოლოდ უსიამოვნებებს შეიძლება ელოდე. ჩემს ცხოვრებაში კი უსიამოვნებები უკვე საკმარისადაა. მეტი ნამდვილად არ მინდა. იგნორის ჩარტყმის შემთხვევაში დაწყებულ ლაპარაკს აღარ გააგრძელებდა. და ვიჯდებოდით ისევე ჩუმად და ჰარმონიურად მსგავსად ჩვენი კლასისა.

- სურნელიც კარგი აგდის, - თქვა პატჩმა.

- ამას <შხაპი> ეწოდება.

პირდაპირ ვიყურებოდი, მაგრამ როცა არ მიპასუხა მისკენ მივბრუნდი.

- საპონი, შამპუნი, ცხელი წყალი.

- და შენ შიშველი. შემიძლია პროცესი წარმოვიდგინო.

პირი დავაღე, რათა სალაპარაკო თემა შემეცვალა, მაგრამ ზარის ხმამ შემაწყვეტინა.

- სახელმძღვანელოები მოაშორეთ - თქვა მწვრთნელმა და დაფასთან დადგა. - მცირე ტესტი მინდა შემოგთავაზოთ, რომელიც პარასკევის სამუშაოსთვის მოგამზადებთ. - ჩემ წინ გაჩერდა. - სიჩუმის თხუთმეტი წუთი მჭირდება, სანამ კითხვებს პასუხობთ. შემდეგ მეშვიდე თავს განვიხილავთ. წარმატებები.

პირველ რამდენიმე კითხვას ვუპასუხე და ნასწავლ ინოფრმაციას რიტმულად ვიმეორებდი. ტესტმა გადამრთონ გუშინდელი მომხდარიდან და იმ ხმისგან შორს, რომელიც სულ მეკითხებოდა ჭკუიდან შევიშალე თუ არა. გაჩერებულმა წერისგან დაღლილი ხელი დავიფერთხე და ვიგრძენი როგორ დაიხარა პატჩი ჩემკენ.

- დაღლილი ჩანხარ. მშფოთვარე ღამე გქონდა? - მიჩურჩულა მან.

- ბიბლიოთეკაში დაგინახე.

კალმის ქაღალდზე გატარებას ვაგრძელებდი, იმის საჩვენებლად, რომ მონდომებულად ვმუშაობდი.

- ჩემი საღამოს კულმინაცია იყო.

- მითვალთვალებ?

თავი გადასწია და ჩუმად გადაიხარხარა. სხვა მხრიდან ვცადე მოვლა.

- იქ რას აკეთებდი?

- წიგნს ვიღებდი.

მწვრთნელის მზერა ვიგრძენი და თავი ტესტისკენ დავხარე. კიდევ რამდენიმე კითხვას გავეცი პასუხი და თვალის კუტხით მარცხნივ გავიხედე. გამიკვირდა როცა შევამჩნიე პატჩიც მე მიყურებდა, მან ჩაიღიმა.

გული შემიხტა, შეშინებული, მისი მომაჯადოებელი ღიმილის დანახვისგან. ისეთი შთამბეჭდავი იყო, რომ ფანქარი გამივარდა. ის ერთხელ ახტა მერე კი მაგიდის კიდემდე მიგორდა. პატჩი დაიხარა რათა აეღო. ხელისგულზე ედო, ამიტომ დიდი ძალისხმევა დამჭირდა ფანქრის ისე ასაღებად, რომ პატჩის ხელს არ შევხებოდი.

- ბიბლიოთეკის შემდეგ სად წახვედი? - ჩურჩულით ვთქვი.

- რატომ რა იყო?

- მე გამომყევი? - მოგუდული ხმით ვუთხარი.

- დაძაბული ხარ ნორა. რა მოხდა?

წარბები ნერვიულად აეწია. ეს ალბათ საჩვენებლად, თვალებში დამცინავი ცეცხლი გიზგიზებდა.

- მითვალთვალებ?

- ეს რაში მჭირდება?

- მიპასუხე.

- ნორა!

მწვრთნელის გამაფრთხილებელმა ხმამ ტესტთან დამაბრუნა. , მაგრამ იმაზე ფიქრს ვერ ვანებებდი თავს, თუ როგორი იქნებოდა პატჩის პასუხი, ამის გამო საერთოდ მისგან შორს ყოფნის სურვილს მიჩენდა. კლასის მეორე ბოლოში. სამყაროს მეორე ბოლოში.

მწვრთნელმა სასტვენში ჩაბერა.

- დრო გავიდა. პასუხები გადმომაწოდეთ. ანალოგიურ კითხვებს ელოდეთ პარასკევს. ახლა კი... - მან ხელები მოისრისა, რამაც ამანერვიულა. - დღევანდელ გაკვეთილზე გადავიდეთ. მის სქაი გაკვეთილის თემას ხომ არ დაგვისახელებდით?

- ს-ე-ქ-ს-ი - ხმამაღლა გამოაცხადა ვიმ.

ამ სიტყვების გაგონებისთანავე დისკუსიას გამოვერთე. მითვალთვალებდა პატჩი? მისი სახე იმალებოდა იმ სათხილამურო ნიღბის უკან? რა უნდოდა? სიცივე ვიგრძენი და ხელები ტანზე შემოვიხვიე. მინდოდა ჩემი ცხოვრება ისევ ისეთი გამხდარიყო, როგორიც პატჩის გამოჩენამდე იყო.

როცა გაკვეთილი დამთავრდა პატჩი გავაჩერე.

- შეგვიძლია ვილაპარაკოთ?

უკვე ამდგარი იყო, ამიტომ უბრალოდ მაგიდის კუთხეზე ჩამოჯდა.

- რა მოხდა?

- ვიცი შენც ისე არ გინდა ჩემთან ჯდომა , როგორც მე შენთან. თუ ორივე დაველაპარაკებით მწვრთნელს, ალბათ გადაგვსვამს. სიტუაცია რომ აუხსნა...

- სიტუაცია?

- ჩვენ...შეუთავსებლები ვართ.

დაფიქრებულმა ნიკაპს გაუხახუნა ხელი. ეს ის ჟესტი იყო, რომელსაც ჩვენი რამდენიმე დღის ნაცნობობის შემდეგ შევეჩვიე.

- ხოო?

- მგონი ამერიკის აღმოჩენის სტადიაზე არ ვიმყოფები.

- როცა მწვრთნელმა მთხოვა ჩემთვის მიმზიდველი ადამიანური თვისებები ჩამომეთვალა, მე შენ აგღწერე.

- სიტყვები უკან წაიღე.

- ჭკვიანი, მომხიბვლელი, დაუცველი. არ მეთანხმები?

ჩემი გაღიზიანება უნდოდა, რაც უფრო მეტად მიშლიდა ნერვებს.

- აპირებ მჭვრთნელისთვის ჩვენი გადასმის თაობაზე ლაპარაკს თუ არა?

- არა, მადლობა. შენ მე სულ უფრო და უფრო მეტად მომწონხარ.



ამაზე რა უნდა მეპასუხა? ჩემგან რეაქციას ნამდვილად არ ელოდა. საერთოდ ვერ ვხვდებოდი, როდის დამცინოდა და როდის ლაპარაკობდა სერიოზულად.

ვეცადე ხმისთვის მშვიდი ტონი მიმეცა.

- ვფიქრობ, სხვასთან ჯდომა შენთვის უფრო უკეთესი იქნება. და მგონია ეს გესმის - თავაზიანად და ფართოდ გავუღიმე.

- და თუ ვისთან მოვხვდი - იგივენაირი თავაზიანი ღიმილი დამიბრუნა - არ მინდა ბედი გამოვცადო.

ვი მოგვიახლოვდა , რომელის მზერაც ორივე გადმოგვწვდა.

- არ გიშლით?

- არა, - ვთქვი მე ზურგჩანთის დაკეტვით და ზურგზე მოკიდებით - პატჩს საშინაო დავალებას ვეკითხებოდი. გვერდები არ მახსოვდა.

- დავალება დაფაზე წერია. როგორც ყოველტვის. ვითომ არ შეგიმჩნევია - თქვა ვიმ.

პატჩს რაღაცაზე გაეცინა, ალბათ მხოლოდ მისთვის გასაგებზე.

უკვე მერამდენედ მომინდა მცოდნოდა, თუ რაზე ფიქრობს პატჩი. დარწმუნებული ვიყავი ეს მე მეხებოდა.

- კიდევ რამე გინდა ნორა? - მკითხა მან.

-არა - ვუპასუხე. - ხვალ გნახავ.

- მოუთმენლად ველი, - თვალი ჩამიკრა.

მართლა ჩამიკრა.

როცა პატჩი მოგვშორდა იმ მანძილზე, რომელიც არ აიძულებდა რაიმე ჩვენი ნათქვამი გაეგონა ვიმ ხელი ჩამავლო.

- კარგი ამბავი მაქვს. კიპრიანო. ეს მისი გვარია. მწვრთნელის ცხრილში დავინახე.

- ეს გადასარევია რადგან...

- ყველამ იცის. სტუდენტებმა წამლის რეცეპტები მედდასთან უნდა დაარეგისტრირონ. - მან ჩემი ჩანთის იმ ჯიბეზე დააკაკუნა, რომელშიც ტაბლეტებს ვინახავდი. - ყველამ იცის, როომ მედდის კაბინეტი პირდაპირ ადმინიტრაციაშია, სადაც მთელი ინფორმაცია ინახება მოსწავლეებზე.

ანთებული თვალებით ხელი ცამავლო ვიმ და კარისკენ წამათრია.

- დროა ნამდვილი გამოძიება ჩავატაროთ.

No comments:

Post a Comment